რექტორი

რექტორი უნივერსიტეტის უმაღლესი ადმინისტრაციული თანამდებობის პირია. რექტორი იმავდროულად წარმოადგენს შპს „სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის“ დირექტორს, რომელიც აღჭურვილია საზოგადოების ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით საზოგადოების წესდების შესაბამისად.

რექტორი საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისას ხელმძღვანელობს უნივერსიტეტის დებულებით, საზოგადოების წესდებით, პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებებითა და კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებით.

რექტორი თანამდებობაზე ინიშნება პარტნიორთა კრების მიერ. პარტნიორთა კრება, დანიშვნისას განსაზღვრავს რექტორის უფლებამოსილების ვადას. უნივერსიტეტის რექტორი, წინამდებარე დებულების ფარგლებში, იღებს გადაწყვეტილებებს უნივერსიტეტის, როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირეულ საკითხებზე, პასუხისმგებელია უნივერსიტეტის კომერციული, სამეურნეო და შემოქმედებითი საქმიანობის საბოლოო შედეგებზე და ანგარიშვალდებულია აკადემიური საბჭოსა და პარტნიორთა კრების წინაშე.

უნივერსიტეტის რექტორი:

  • პასუხისმგებელია უნივერსიტეტის საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტიანობაზე;
  • წარმოადგენს უნივერსიტეტს მესამე პირებთან სამართლებრივ ურთიერთობაში;
  • გამოსცემს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო საქმიანობასთან დაკავშირებულ საორგანიზაციო და განმკარგულებელი ხასიათის დოკუმენტებს, მათ შორის: შინაგანაწესს, სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესს, სტუდენტთა ქცევის კოდექსს, ბიბლიოთეკით სარგებლობის წესს და სხვა;
  • ანიჭებს პირს სტუდენტის სტატუსს, რომელმაც კანონმდებლობით დადგენილი წესით მოიპოვა უნივერსიტეტში სწავლის უფლება, ასევე კანონმდებლობით, შიდასაუნივერსიტეტო აქტებით დადგენილი წესით უჩერებს, უწყვეტს, აღუდგენს პირს სტუდენტის სტატუსს;
  • დებს გარიგებებს (უნივერსიტეტის პერსონალთან და სტუდენტებთან), გასცემს მინდობილობებს;
  • გასცემს უნივერსიტეტის მიერ მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტს კანონმდებლობით განსაზღვრული ფორმისა და წესის მიხედვით;
  • ამტკიცებს უნივერსიტეტის სტრუქტურას დებულებით განსაზღვრული წესით, განსაზღვრავს ცალკეული სტრუქტურული ერთეულების ძირითად ფუნქციებს;
  • უფლებამოსილია გამოიყენოს პერსონალის, სტუდენტების მიმართ შესაბამისად უნივერსიტეტის შინაგანაწესით, სტუდენტთა ქცევის კოდექსით დადგენილი წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებები;
  • ანაწილებს მოვალეობებს უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებს, პერსონალს შორის;
  • თავმჯდომარეობს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს სხდომებს;
  • განაგებს უნივერსიტეტის ფინანსებს;
  • ყოველწლიურად ადგენს სწავლის საფასურის ოდენობას;

    უნივერსიტეტის რექტორია პროფესორი ვაჟა ვარდიძე