ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა გთავაზობთ უახლეს მეცნიერულ და პრაქტიკულ ცოდნაზე დაფუძნებულ განათლებას.  ფაკულტეტის პროფესორები დარგის წამყვანი სპეციალისტები და პრაქტიკოსები არიან. სალექციო პროცესი სრულად ორიენტირებულია სტუდენტებზე და გამოიყენება სწავლების თანამედროვე მეთოდები. ფაკულტეტს გააჩნია გაცვლითი პროგრამები ბიზნესის სფეროში ევროპის წამყვან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. ფაკულტეტზე ფუნქციონირებს სტუდენტური ბიზნეს ინკუბატორი, ტარდება ბიზნეს იდეების კონკურსი, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს, შეძენილი ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ. ასევე ფაკულტეტზე რეგულარულად იმართება წამყვანი ექსპერტების ღია ლექციები და საწარმოო ვიზიტები. 

საბაუნის ბიზნესის ფაკულტეტი გელით საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე, ინოვაციურ და თქვენს წარმატებაზე ორიენტირებულ პროგრამით!

ბიზნესისა და ტურიზმის

ფაკულტეტის დეკანი

გიორგი მიქანაძე

საკონტაქტო ინფორმაცია:

ტელ: (+995 32) 2 42 22 42

მობ: (+995 595) 30 05 30

 ოთახი: 201 

აკადემიური საფეხური: ბაკალავრიატი

სპეციალობა: ბიზნესის ადმინისტრირება
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი მენეჯმენტში
სწავლის ხანგრძლივობა: 4 წელი (240 კრედიტი)
სწავლების ენა: ქართული
წლიური საფასური: 2200 ლარი
ცნობარში მინიჭებული კოდი: 0880103
პროგრამაზე ჩარიცხვის პირობები: ჩასაბარებელი საგნები: ქართული ენა და ლიტერატურა, ზოგადი უნარები, უცხოური ენა, მათემატიკა / ისტორია / გეოგრაფია / ლიტერატურა / ფიზიკა /ქიმია / ბიოლოგია / სამოქალაქო განათლება
მისაღები კონტინგენტი: 80 

პროგრამის მიზანი და უპირატესობები

სტუდენტები სწავლის პროცესში

- შეიძენენ ფართო ცოდნას ბიზნესის მართვის სფეროში,

- გაეცნობიან ბიზნეს პროცესებს, 

- შეისწავლიან მმართველობითი საქმიანობის თეორიულ და პრაქტიკულ ასპექტებს,

- დაეუფლებიან ორგანიზაციების მართვის თანამედროვე ტექნოლოგიებს,

- განივითარებენ პროფესიული კარიერისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს,

- აღიჭურვებიან როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნების შესაბამისი კომპეტენციებით. 


პროგრამის აკადემიური პერსონალი დაკომპლექტებულია დარგის წამყვანი სპეციალისტებითა და პრაქტიკოსებით. ბიზნესის საბაკალავრო პროგრამაზე განსაკუთრებული აქცენტი კეთდება სწავლების პრაქტიკულ ნაწილზე, კერძოდ: ფაკულტეტზე ხორციელდება სტუდენტური ბიზნეს იდეების პროგრამა. სტუდენტები ამზადებენ გუნდურ პროექტებს, ბიზნეს გეგმებს და პრეზენტაციებს. სტუდენტური ბიზნეს პროექტების განხორციელება ხდება ბიზნეს ინკუბატორში, რომელიც ასევე ფაკულტეტის ბაზაზე ფუნქციონირებს.

ფაკულტეტის სტუდნეტებს შესაძლებლობა აქვთ, გაცვლითი პროგრამით ისწავლონ ევროპის წამყვან ბიზნეს სკოლებში. ფაკულტეტზე იმართება საერთაშორისო კონფერენციები უცხოელი პარტნიორების მხარდაჭერით, ეწყობა სასწავლო ვიზიტები მსხვილი კომპანიების ადგილობრივ საწარმოებში, იმართება წარმატებული კომპანიების პრაქტიკოსი ექსპერტების საჯარო ლექცია-სემინარები და მასტერკლასები.

სტუდენტებს საშუალება აქვთ, გაიარონ შიდა პროფილური სტაჟირება შესაბამისი სერტიფიკატის გაცემით. ამასთან, ფაკულტეტი მემორანდუმის ფარგლებში თანამშრომლობს დამსაქმებელ ორგანიზაციებთან, რაც საშუალებას აძლევს პროგრამის ყველა სტუდენტს, გაიაროს პრაქტიკა ბიზნესის სფეროს წამყვან კომპანიებში. 
ბიზნესის სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა, განვითარდნენ კარიერულად და/ან დაიწყოთ საკუთარი ბიზნესი. 2017 წლის 17 ივნისს საბაუნიში ჩატარდა სტუდენტური ბიზნეს იდეების კონკურსი, რომლის საპრიზო ფონდმა ჯამში 10 000 ლარამდე შეადგინა. ვრცლად პროექტზე

ბიზნესის საბაკალავრო პროგრამა ორიენტირებულია მოამზადოს კვალიფიციური სპეციალისტები, რომლებიც შეძლებენ დასაქმდნენ როგორც ქართულ, ისე უცხოურ კომპანიებში მენეჯერის პოზიციაზე, რეაგირება მოახდინონ ბიზნეს გარემოში მიმდინარე ცვლილებებზე და ეფექტიანად განახორციელონ საორგანიზაციო-მმართველობითი, ადმინისტრაციულ-სამეურნეო, საინფორმაციო-ანალიტიკური თუ სამეწარმეო საქმიანობა.

 

აკადემიური საფეხური: მაგისტრატურა

სპეციალობა: ბიზნესი ადმინისტრირება 
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი
სწავლის ხანგრძლივობა: 2 წელი (124 კრედიტი)
სწავლების ენა: ქართული
წლიური გადასახადი: 2200 ლარი

ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა ამერიკული და ევროპული წამყვანი ბიზნეს სკოლების სამაგისტრო პროგრამების მოდელზეა აგებული.
ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა კურსდამთავრებულს აძლევს ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში მოღვაწეობისა და საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიან სპეციალისტად ჩამოყალიბებისათვის საჭირო თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკული უნარების დაუფლების შესაძლებლობას.
პროგრამა საშუალებას აძლევს სტუდენტებს ისწავლონ პრაქტიკული ქეისებით, ბიზნეს სიმულაციებით, რომლებიც ჰარვარდის ბიზნეს სკოლის მოდელის ანალოგია. პროგრამა არის 124 კრედიტიანი და მოიცავს, როგორც სავალდებულო, ისე არასავალდებულო საგნების ფართო არჩევანს ბიზნესის სფეროს ძირითად მიმართულებებში (მარკეტინგი, ფინანსები, მენეჯმენტი). უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს დამატებითი კრედიტის გამოყენების საშუალებას, რომლის ფარგლებშიც სტუდენტი ერთ საგანს უფასოდ შეისწავლის.
საბაუნის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა სტუდენტებს აძლევს საშუალებას, მაგისტრატურის მეორე კურსზე გაემგზავრონ პარტნიორ ევროპულ უნივერსიტეტებში (საფრანგეთი, გერმანია, პოლონეთი), როგორიცაა ლიონის უნივერსიტეტის ESDES ბიზნეს სკოლა, ლუბლინის მეწარმეობისა და ადმინისტრირების საუნივერსიტეტო კოლეჯი, ა.შ. გარდა ამისა, პროგრამის ფარგლებში ქართველ პროფესორებთან ერთად ლექციებს წაიკითხავენ პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტის ვიზიტორი უცხოელი პროფესორებიც.

სამაგისტრო პროგრამაზე რეგისტრაცია იწყება სექტემბრის დასაწყისში.

ჩაბარება შეუძლია ყველა ბაკალავრის ხარისხის მქონე პირს, რომელმაც ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები და ბარიერი გადალახა სამ მათგანში მაინც.
ჩაბარების მსურველებს ასევე მოუწევთ გაიარონ შიდა ტესტირება სპეციალობასა და ინგლისურში.