საერთაშორისო ურთიერთობები

 

საბაუნის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი აერთიანებს თეოლოგიის საბაკალავრო და სამაგისტრო, ასევე საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამებს. ჩვენი პროგრამები ლიბერალური განათლების პრინციპებს ეფუძნება და სრულად პასუხობს საყოველთაოდ მიღებულ და დამკვიდრებულ მაღალ სტანდარტებს. აღნიშნული სასწავლო პროგრამების გავლის შემდეგ სტუდენტს ექნება ფართო განათლება, რაც მას დაეხმარება საზოგადოებაში მიმდინარე მოვლენების ანალიტიკური განსჯის, შეფასებისა და ასევე ცოდნის სწრაფად განახლების უნარების ჩამოყალიბებაში.  სტუდენტს ასევე ექნება იმ კონკრეტული სფეროს სიღრმისეული ცოდნა, რომელსაც თავად აირჩევს. 

ფაკულკტეტზე შექმნილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, სტუდენტზე ორიენტირებული კომფორტული გარემო, უნივერსიტეტს აქვს მდიდარი რესურსის მქონე ბიბლიოთეკა, რაც სტუდენტებს მაქსიმალურად  ეხმარება  საკუთარი შესაძლებლობების განვითარებაში. 

ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასწავლიან მაღალკვალიფიციური, ფართო გამოცდილების მქონე სპეციალისტები, მკვლევრები და პროფესორები, რომელთა უმრავლესობას განათლება დასავლეთის წამყვან უნივერსიტეტებში აქვს მიღებული. 

უნივერსიტეტის და ასევე ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ევროპის პარტნიორ უნივერსიტეტებთან თნამშრომლობა წარმოადგენს. ეს კი სტუდენტს საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების ფართო არჩევანს სთავაზობს.

გისურვებთ წარმატებებს!

ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი

ირაკლი ცხადაძე

საკონტაქტო ინფორმაცია:

ტელ: (+995 32) 2 42 22 42 (117)

მობ: (+995 597) 767449

ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ოთახი: 302 

აკადემიური საფეხური: ბაკალავრიატი

აკადემიური საფეხური: ბაკალავრიატი
სპეციალობა: საერთაშორისო ურთიერთობები
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრი
სწავლების ხანგრძლივობა: 4 წელი (240 კრედიტი)
სწავლების ენა: ქართული 
წლიური გადასახადი: 2200 ლარი
ცნობარში მინიჭებული კოდი: 0880105
მისაღები კონტიგენტი: 50


პროგრამის მიზანი და უპირატესობები

პროგრამის მიზანია, მოამზადოს პროფესიონალი, რომელსაც აქვს საერთაშორისო ურთიერთობების ძირითადი კონცეფციების, თეორიებისა და კვლევის მეთოდების ფართო ცოდნა. აცნობიერებს საერთაშორისო ურთიერთობების მეცნიერულად შესწავლის მნიშვნელობას და დისციპლინის ურთიერთმიმართებას მომიჯნავე დარგებთან, როგორიცაა: პოლიტიკის მეცნიერება, ისტორია, ეკონომიკა, საერთაშორისო სამართალი. შესწევს უნარი შეისწავლოს, გააანალიზოს და კრიტიკულად გაიაზროს თანამედროვე საერთაშორისო პოლიტიკის აქტუალური საკითხები.


კურსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს:

  • - საერთაშორისო ორგანიზაციებში

  • - საჯარო დაწესებულებებში (სამინისტროები, აღმასრულებელი ხელისუფლების და სხვა ინსტიტუტები)

  • - შესაბამისი პროფილის მქონე ორგანიზაციებში, არასამთავრობო და კერძო სექტორში

  • - მედია ორგანიზაციებში

  • - შესაბამისი პროფილის მქონე კვლევით ინსტიტუტებში.


საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა.
ჰუმანიტარული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორები