საბაუნის სამართლის ფაკულტეტი გთავაზობთ სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს. ფაკულტეტი მაღალკვალიფიციური პროფესურით, თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზითა და მეთოდოლოგიით უზრუნველყოფს არსებული ბაზრის მკაცრი მოთხოვნებისადმი თქვენს კონკურენტუნარიანობას. აქ მიღებული ცოდნა და განათლება საშუალებას აძლევს სტუდენტებს, მოემზადონ ჩვენი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი პრობლემების, მნიშვნელოვანი სამართლებრივი საკითხების  გადასაჭრელად დღეს და მომავალში. 

საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში შემოთავაზებულ თითოეულ კურსს კითხულობენ  მაღალკვალიფიციური პროფესორ-მასწავლებლები, რაც ხარისხიანი ცოდნის მიღების ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობაა.

სამართლის ფაკულტეტი ცდილობს, მომავალ იურისტებს მისცეს არა მხოლოდ სრული თეორიული სამართლებრივი ცოდნა და ინფორმაცია, არამედ უნივერსიტეტის ფარგლებშივე ჩამოუყალიბოს მათ აუცილებელი პროფესიული უნარ-ჩვევები და გამბედაობა.

გისურვებთ წარმატებას!

სამართლის ფაკულტეტის დეკანი

ზვიად როგავა

საკონტაქტო ინფორმაცია:

დეკანის თანაშემწე: სალომე ქარცივაძე

ტელ: (+995 32) 2 42 22 42 (114)

მობ: (+995 558) 72 22 30

ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ოთახი: 211 

აკადემიური საფეხური: ბაკალავრიატი

სპეციალობა: სამართალი
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: სამართლის ბაკალავრი
სწავლის ხანგრძლივობა: 4 წელი (240 კრედიტი)
სწავლების ენა: ქართული
წლიური გადასახადი: 2200 ლარი
ცნობარში მინიჭებული კოდი: 0880102
პროგრამაზე ჩარიცხვის პირობები: არანაკლებ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი/ატესტატი ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტი, ერთიანი ეროვნული გამოცდები
მისაღები კონტიგენტი: 270

 

აკადემიური საფეხური: მაგისტრატურა

  • სპეციალობა: სამართალი
  • მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: სამართლის მაგისტრი 
  • სწავლის ხანგრძლივობა: 2 წელი (120 კრედიტი)
  • სწავლების ენა: ქართული 
  • წლიური გადასახადი: 2200 ლარი 

პროგრამის მიზანი და უპირატესობები

სამართლის საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, სტუდენტს შესძინოს:

  • - ფართო თეორიული ცოდნა ეროვნული სამართლის სისტემის ძირითადი თავისებურებების, პრინციპებისა და ინსტიტუტების, ზოგადსამართლებრივი პრინციპების, ფასეულობებისა და ღირებულებების,  სამართლის პოლიტიკური, საზოგადოებრივი, ფილოსოფიური, ისტორიული და ეკონომიკური ასპექტების, აგრეთვე ეროვნული და უცხოური სამეცნიერო აზრისა და კანონმდებლობის შესახებ;
  • - სიღრმისეული ცოდნა და სპეციალური მომზადება საჯარო, კერძო და/ან სისხლის სამართლის დარგებში.

პროგრამა  სტუდენტს გამოუმუშავებს სამართლის სფეროში მიღებული ცოდნის პრაქტიკულ საქმიანობაში ეფექტურად გამოყენების, სამართლის სფეროში სამართლებრივი პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის, აგრეთვე საკითხის შეფასების, ანალიზის, მსჯელობა-დასაბუთებისა და ამოცანების გადაწყვეტისთვის აუცილებელ უნარებს.

სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა აქვთ, იმუშავონ ნებისმიერ თანამდებობაზე, სადაც მოითხოვება სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და არ არის აუცილებელი სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარება ან/და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დამატებითი წინაპირობები.

კურსდამთავრებული შეიძლება დასაქმდეს:

  • - საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებში
  • - სასამართლო ორგანოებში
  • - სამართალდამცავ და სხვა მაკონტროლებელ ორგანოებში
  • - საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში ან სხვა არასამეწარმეო (არაკომერციულ) ორგანიზაციებში.

სამართლის საბაკალავრო პროგრამა.
სამართლის სამაგისტრო პროგრამა.
სამართლის ფაკულტეტის პროფესორები.