ტურიზმის ფაკულტეტი გთავაზობთ უახლეს მეცნიერულ და პრაქტიკულ ცოდნაზე დაფუძნებულ განათლებას. ფაკულტეტის პროფესორები დარგის წამყვანი სპეციალისტები და პრაქტიკოსები არიან. სალექციო პროცესი სრულად ორიენტირებულია სტუდენტებზე და გამოიყენება სწავლების თანამედროვე მეთოდები. ფაკულტეტს გააჩნია გაცვლითი პროგრამები ტურიზმის სფეროში ევროპის წამყვან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. ფაკულტეტზე ფუნქციონირებს ტურიზმის კვლევისა და ინოვაციის ცენტრი - ORBIS, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს, შეძენილი ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ. ასევე ფაკულტეტზე რეგულარულად იმართება სფეროს წამყვანი ექსპერტების ღია ლექციები და სასწავლო ვიზიტები.
საბაუნის ტურიზმის ფაკულტეტი გელით საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე, გამორჩეულ და თქვენს წარმატებაზე ორიენტირებული პროგრამით!

ბიზნესისა და ტურიზმის

ფაკულტეტის დეკანი

გიორგი მიქანაძე

  • საკონტაქტო ინფორმაცია:

    ტელ: (+995 32) 2 42 22 42

  • მობ: (+995 595) 30 05 30 

     ოთახი: 201 

აკადემიური საფეხური: ბაკალავრიატი
სპეციალობა: ტურიზმი
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი ტურიზმში
სწავლის ხანგრძლივობა: 4 წელი (240 კრედიტი)
სწავლების ენა: ქართული
წლიური გადასახადი: 2200 ლარი

პროგრამის აკადემიური პერსონალი დაკომპლექტებულია დარგის წამყვანი სპეციალისტებითა და პრაქტიკოსებით. ტურიზმის საბაკალავრო პროგრამაზე განსაკუთრებული აქცენტი კეთდება სწავლების პრაქტიკულ ნაწილზე, კერძოდ, ფაკულტეტზე მოქმედებს ტურიზმის კვლევისა და ინოვაციის ცენტრი - ORBIS, რომელიც ამ სფეროში კვლევისა და ინოვაციის პირველი საუნივერსიტეტო ცენტრია საქართველოსა და კავკასიაში. აქ სტუდენტებს პრაქტიკული მეცადინეობებით, ტურისტული აქტივობების სიმულაციებით, კვლევებითა და ინტერაქტიული ტექნოლოგიების გამოყენებით შეუძლიათ პრაქტიკული ცოდნისა და უნარების შეძენა.
ფაკულტეტის სტუდნეტებს შესაძლებლობა აქვთ, გაცვლითი პროგრამით ისწავლონ ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში. ფაკულტეტზე იმართება საერთაშორისო კონფერენციები უცხოელი პარტნიორების მხარდაჭერით, ეწყობა სასწავლო ვიზიტები მუზეუმებში, სასტუმროებში, ა.შ. იმართება ტურიზმის სფეროს გამორჩეული ექსპერტების საჯარო ლექცია-სემინარები და მასტერკლასები.
სტუდენტებს საშუალება აქვთ, გაიარონ შიდა პროფილური სტაჟირება შესაბამისი სერტიფიკატის გაცემით. ამასთან, ფაკულტეტი მემორანდუმის ფარგლებში თანამშრომლობს დამსაქმებელ ორგანიზაციებთან, რაც საშუალებას აძლევს პროგრამის ყველა სტუდენტს, გაიაროს პრაქტიკა ტურიზმის სფეროს წამყვან კომპანიებში.
ტურიზმის სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა, განვითარდნენ კარიერულად და/ან დაიწყოთ საკუთარი ბიზნესი ტურიზმის სფეროში.
ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა ორიენტირებულია ამზადებს კვალიფიციურ სპეციალისტებს, რომლებიც წარმატებით საქმდებიან როგორც ქართულ, ასევე უცხოურ კომპანიებში ტურიზმის სფეროში.

ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა.