Startup Sabauni 2017

2017 წლის 17 ივნისს, საბაუნიში გაიმართა ბიზნეს იდეების კონკურსი Startup Sabauni 2017

სტუდენტები ინოვაციური ბიზნეს იდეებით წარსდგნენ ჟიურისა და აუდიტორიის წინაშე. კონკურსში 6 გუნდი მონაწილეობდა. გამარჯვებული ორ ნომინაციაში გამოვლინდა (სპონსორისა და ჟიურის რჩეული იდეა). ორივე ნომინაციაში გამარჯვება ია კიწბაბაშვილმა მოიპოვა. ჟიურის გადაწყვეტილებით, მას გადაეცა საბაუნის პრიზი 1000 ლარი და სპონსორის საქ ინვესტმენტის პრიზი 5000 ლარი ბიზნესის განსავითარებლად.

ასევე, პროექტის სპონსორმა ერთ-ერთ კონკურსანტს ნინი ღვანიძეს 3621 ლარით დაუფინანსა ბიზნესის განსავითარებლად საჭირო დანადგარის შესყიდვა. კონკურსის ყველა მონაწილის იდეამ სპონსორისა და ჟიურის წევრების მოწონება დაიმსახურა, შესაბამისად მათ თითოეულ მონაწილეს შესთავაზეს მხარდაჭერა ბიზნეს იდეების განვითარებაში. კონკურსანტებს გადაეცათ პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.

ღონისძიების სურათები