შიმშილის თამაშები

თვალებახვეული, მხოლოდ კარვისა და საძილე ტომრის ამარა რომ დაგტოვონ დაბურულ ტყეში, როგორ მოიქცეოდით?
რა უნდა ქნა, როდესაც არ იჭერს ტელეფონი, არ გაქვს საჭმელი და თან ღამდება?...
წარმოგიდგენთ სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ყველაზე განსხვავებულ და ექსტრემალურ პროექტს „შიმშილის თამაშები“.
პროექტი საბაუნის ტურიზმის პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის დაიგეგმა.

ერთი თვით ადრე სტუდენტებს ჩაუტარდათ ტრენინგები და გამოცდა. შერჩეულ 10 მონაწილეს (ნელი ყოროშვილი, თეონა ჩიბურდანიძე, ქეთი სიფრაშვილი, სალომე გათენაშვილი, თეონა გვარამაძე, ნატა კვინიკაძე, თაკო მიყორაშვილი, მარიამ კალანდაძე, გვანცა მაწიაშვილი, ქეთი ბრეგვაძე) გაუჩხრიკეს ჩანთები, ხელი მოაწერინეს პროექტში მონაწილეობაში თანხმობაზე და თვალებახვეულები დატოვეს ბირთვისში. მონაწილეებმა არ იცოდნენ, სად უნდა ეცხოვრათ 2 დღე სრულიად მარტო უცხო გარემოში. მათ უნდა ეპოვნათ მინიშნებები და საჭმელი.
პროექტი ბრიტანული Bear Grylls Man vs Wild პროექტის ანალოგია და ის საქართველოში არ ჩატარებულა. ის გულისხმობს სრულიად უცნობ, ველურ პირობებში ადაპტაციას. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას ახალგაზრდებში, დაცული ტერიტორიებისა და ლაშქრობის, როგორც შიდა ტურიზმის, პრომოუშენს.

პროექტის ვიდეო იხილეთ ბმულზე