საბაუნის ბანაკი

2017 წლის 9-14 ივლისს საბაუნის წარმატებული სტუდენტები იმყოფებოდნენ საბაუნის ყოველწლიურ ბანაკში.
ბანაკში მონაწილე სტუდენტები შესარჩევი ეტაპის შედეგად შეირჩა (15 სტუდენტი, თითო ფაკულტეტიდან 3).

ბანაკის ადგილი: ლაგოდეხის ნაკრძალი.

დღე პირველი:
ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე გამგზავრება
ტრენინგი: ტყის სპეციფიკისა და ბანაკის მოწყობის შესახებ.
ბანაკის მოწყობა, დაბანაკება.

დღე მეორე:
დილის გამამხნევებელი ვარჯიშები (უნიფიტნესის ინსტრუქტორთან ერთად).
ლაშქრობა გურგენიანის ჩანჩქერზე
დასუფთავების აქცია
ბიზნესის ფაკულტეის სტუდენტების პრეზენტაცია, ეფექტური CV-ის შედგენასთან დაკავშირებით. 
პოეზიის საღამო

დღე მესამე:
დილის გამამხნევებელი ვარჯშები
ლაშქრობა გურგენიანის ჩანჩქერზე
სპორტულ-გასართობი აქტივობები.
სამართლის ფაკულტეტის სტუდენტების პრეზენტაცია.
მუსიკალური საღამო.

დღე მეოთხე:
დილის გამამხნევებელი ვარჯიშები
დასუფთავების აქცია ბანაკის მიმდებარე ტერიტორიაზე
ბანაკის დაშლა
თბილისსში დაბრუნება.

საერთო ჯამში 4 დღის მანძილზე ბანაკში ჩატარდა 2 ლაშქრობა, 3 ტრენინგი, პოეზიისა და მუსიკალური საღამო და სპორტულ-გასართობი აქტივობები. (ბანაკის სურათები)

საბაუნის ყოველწლიური ბანაკის იდეას საფუძველი ჩაეყარა 2016 წელს და ამავე წელს სტუდენტები ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში იმყოფებოდნენ. (იხილეთ 2016 წლის ბანაკის სურათები).