Erasmus + კონკურსი სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის

ცხადდება საბუთების მიღება 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში Erasmus+ ის სტიპენდიის მოსაპოვებლად სტუდენტებისთვის და აკადემიური პერსონალისთვის. 

კონკურსები სტუდენტებისათვის


სტუდენტთა მობილობა განხორციელდება ლუბლინის უნივერსიტეტში. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს. ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი სტიპენდია ფარავს სტუდენტის საცხოვრებელ და სამგზავრო ხარჯებს. მობილობა განხორციელდება 2017-2018 წლის საგაზაფხულო სემესტრზე (5 თვის განმავლობაში).
სწავლება მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე და მობილობის პერიოდში სტუდენტი ვალდებულია გაიაროს 30 კრედიტის შესაბამისი სასწავლო კურსი.
აუცილებელი მოთხოვნები:
 სტუდენტი უნდა იყოს საბაუნის სამართლის საბაკალავრო ან სამაგისტრო სწავლების აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი;
 ჰქონდეს კარგი აკადემიური მოსწრება;
 ფლობდეს ინგლისურ ენას;
რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაცია:
 სტუდენტის CV
 სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე)
 უცხო ენის (B2 დონე) დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (სერტიფიკატის არქონის შემთხვევაში კანდიდატებს ჩაუტარდებათ ტესტირება-გასაუბრება ადგილზე).
შენიშვნა: არ მიიღება არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტაცია
შერჩევა:
რეგისტრაციის დასრულების შემდეგ 10 ნოემბრამდე (ზუსტი თარიღის შესახებ გაცნობებთ კანდიდატებს) ჩატარდება ტესტირება-გასაუბრება, რის საფუძველზეც კონკურსის შედეგებს განიხილავს კომისია. გასაუბრებიდან 5 სამუშაო დღეში მონაწილეებს დაეგზავნებათ კონკურსის შედეგები ელ.ფოსტის მეშვეობით.
შენიშვნა: თანაბარი პირობების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება სტუდენტს სოციალურად შეჭირვებული ოჯახიდან.
საბუთების მიღება წარმოებს 31 ოქტომბრის ჩათვლით საერთაშორისო ურთიერთობის განყოფილებაში, მესამე სართულზე 308-ე ოთახში. საბუთები ასევე შეგიძლიათ გადმოაგზავნოთ შემდეგ ფოსტაზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.. ამავე მისამართზე შეგიძლიათ მოგვმართოთ კითხვების არსებობის შემთხვევაში

კონკურსი აკადემიური პერსონალისათვის


ცხადდება საბუთების მიღება 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ლუბლინის კათოლიკურ უნივერსიტეტში საბაუნის აკადემიური პერსონალის მობილობაზე (Teaching Mobility).
ზოგადი ინფორმაცია:
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საბაუნის სამართლისა და ჰუმანიტარული ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალს. მობილობა განხორციელდება 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში. მობილობის ხანგრძლივობაა 7 დღე (2 სამგზავრო დღის ჩათვლით). მობილობის ფარგლებში წარგზავნილმა პროფესორმა მიმღებ უნივერსიტეტში უნდა ჩაატაროს 8 საათი სალექციო კურსი, რომლის მოკლე შინაარსი უნდა მიუთითოს ხელშეკრულებაში, რომელსაც გადმოაგზავნის რეგისტრაციისათვის.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
 CV (ინგლისურ ენაზე)
 შევსებული ხელშეკრულება, სადაც მითითებული იქნება მიმღები უნივერსიტეტისათვის შეთავაზებული კურსის მოკლე შინაარსი (ხელშეკრულება ჩამოტვირთეთ ამ ბმულიდან). 
 ინგლისური ენის B2 დონის დამადასტურებელი სერთიფიკატი/ცნობა (ლექცია ტარდება ინგლისურ ენაზე)

საბუთების მიღება წარმოებს 2016 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით. ჩამოთვლილი დოკუმენტაცია მიიღება ელექტრონული სახით შემდეგ ელ.ფოსტაზე ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

შერჩევის ეტაპები და ვადები:
 2-31 ოქტომბერი - საბუთების მიღება და მიმღებ უნივერსიტეტში გადაგზავნა
 10 ნოემბრამდე - შედეგების გაცნობა და ხელშეკრულების გაფორმება.