ფიტნეს დარბაზი

სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტში ფუნქციონირებს ფიტნეს დარბაზი, სადაც სტუდენტებს და ასევე გარე პირებს შეუძლიათ ვარჯიში თავისუფალ დროს. ფიტნეს დარბაზი აღჭურვილია თანამედროვე სავარჯიშო ტრენაჟორებითა და აქსესუარებით. დარბაზში მოსულ ვარჯიშის მსურველებს დახმარებას და კონსულტაციებს უწევენ გამოცდილი მწვრთნელები, რომლებიც ამავდროულად არიან ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტები. ფიტნეს დარბაზით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, როგორც ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტსა და თანამშრომელს, ასევე უცხო პირებსაც. ერთი ვარჯიშის საშუალო ხანგრძლივობაა 2 – 2,5 სთ. სავარჯიშო დღეები გოგონებისა და ვაჟებისათვის გამიჯნულია:

ვაჟები ვარჯიშობენ: ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი;

გოგონები ვარჯიშობენ: სამშაბათი, ხუთშაბათი, შაბათი.

სამუშაო სათები:
ორშაბთი - პარასკევი - 12.00სთ -19.30სთ
შაბათი: 12.00სთ -18.00სთ

ფიტნეს დარბაზით სარგებლობა ფასიანი, ტარიფები სხვადასხვაა:

ა) ერთჯერადი სარგებლობა: 5 (ხუთი) ლარი, უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის - 3 (სამი) ლარი;

ბ) ულიმიტო სარგებლობა: თვეში 40 (ორმოცი) ლარი, უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის - 20 (ლარი);

ფოტოები