საჯარო ლექცია სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისათვის

დეკემბერი 24, 2013

2013 წლის 28 დეკემბერს,11:00 საათზე სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტში, დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტის წარმომადგენლები სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისათვის ჩაატარებენ პრეზენტაციებს დავების ალტერნატიული მოგვარების მეთოდების, კერძოდ მედიაციისა და არბიტრაჟის შესახებ.

დღის წესრიგი:

11:00 - 11:10 - მონაწილეთა რეგისტრაცია
11:10 - 12:00 - მედიაცია - დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მეთოდი - პრეზენტაციას გაუძღვება სამართლის მაგისტრი - ნინო ელოშვილი
12:00 - 12:10 - შესვენება
12:10 - 13:00 - არბიტრაჟი - არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონი - პრეზენტაციას გაუძღვება სამართლის მაგისტრანტი - თამარ ჭალიძე

ჩაწერისათვის და დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ სამართლისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანს, ბ-ნ ბუტა ბზეკალავას

უნივერსიტეტის ადმინისტრაცია