თეოლოგიის საბაკალავრო პროგრამა

თეოლოგიის საბაკალავრო პროგრამა (დამატებითი სპეციალობის პროგრამა კულტურული ტურიზმი)

წლიური საფასური - 1900 ლარი
ცნობარში მინიჭებული კოდი - 0880101

პროგრამის მიზანია სტუდენტებს შეასწავლოს:

- ძველი და ახალი აღთქმის წიგნები,
- ქრისტიანული ეკლესიის ისტორია,
- ქრისტიანული კულტურისა და ხელოვნების საკითხები,
- ფილოსოფიურ-თეოლოგიური სისტემები,
- რელიგიათმცოდნეობის საფუძვლები,
- ჩამოუყალიბოს მათ განსხვავებული შეხედულებების, ტრადიციებისა თუ კულტურების მიმართ ობიექტური და ტოლერანტული პოზიცია.

კურსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს:

- საგანმანათლებლო დაწესებულებებში,
- სახელმწიფო და კერძო სექტორის დაწესებულებებში,
- სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებში,
- მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში,
- საგამომცემლო და სამეცნიერო–კვლევით დაწესებულებებში ან/და სხვ.,

კულტურული ტურიზმის დამატებითი სპეციალობის პროგრამის შესწავლის შედეგად, კურსდამთავრებული ასევე შეიძლება დასაქმდეს:

- როგორც ქართულ, ისე უცხოურ ტურისტულ კომპანიებში,
- სახელმწიფო და კომერციული სექტორის ტურისტულ ორგანიზაციებში,
- საკურორტო ობიექტებზე ან/და სხვ.

თეოლოგიის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული შეძლებს სწავლის გაგრძელებას მაგისტრატურაში, როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში.

კურიკულუმი
თეოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სილაბუსები

ინფორმაცია დაცულია პაროლით. დაინტერესების შემთხვევაში დაუკავშირდით ფაკულტეტის დეკანს n.turabelidze@sabauni.edu.ge