საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა

საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა

წლიური საფასური - 2200 ლარი

პროგრამის მიზანია სტუდენტებს შეასწავლოს:
- საერთაშორისო ურთიერთობების ძირითადი ცნებები და თეორიები;
- სტრუქტურისა და ინსტიტუტების, სისტემისა და სისტემაში მიმდინარე ინსტიტუციური, ეკონომიკური, პოლიტიკური და სხვ. პროცესები;
- დიპლომატიური და პოლიტიკური ურთიერთობების სფერო;
- საერთაშორისო ურთიერთობების პოლიტიკური, საზოგადოებრივი, ფილოსოფიური, ისტორიული, სამართლებრივი და ეკონომიკური ასპექტები;
- ჩამოუყალიბოს მათ მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური პროცესების თავისებურებების, თანამედროვე საქართველოს საგარეო პილიტიკის ასპექტების და ახალ მსოფლიო მოდელში საქართველოს როლის გაცნობიერების, საერთაშორისო ურთიერთობების განვითარების ტენდენციებისა და თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობების სისტემაში მიმდინარე პროცესების თავისებულებების გათვალისწინების, სფეროს თეორიული და პრაქტიკული ასპექტების შერწყმის, რელევანტური მეთოდების გამოყენებით სიტუაციების და ინფორმაციის/მონაცემების შეფასება-ანალიზის, პრობლემების მიზეზების და შედეგების ურთიერთკავშირის გაცნობიერების და თავისი კომპეტენციის ფარგლებში სწორი დასაბუთებული გადაწყვეტილებების მიღების, თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების, ქართულ და უცხოურ ენებზე (ინგლისურ ენის შემთხვევაში - დარგობრივი ტერმინოლოგიის გამოყენებით შეუფერხებლად ენის მატარებლებთან) წერითი და ვერბალური კომუნიკაციის და სხვ. უნარები.

კურსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს:

- სახელმწიფო და კერძო სექტორის დაწესებულებებში;
- საერთაშორისო და ადგილობრივ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებში;
- საელჩო/საკონსულოებში;
- საგარეო საქმეთა სამინისტროში და სხვ.,

საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული შეძლებს სწავლის გაგრძელებას მაგისტრატურაში, როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში.

წარჩინებულ სტუდენტებს შეუძლიათ მოიპოვონ სხვადასხვა სახელობითი სტიპენდიები (თვეში 150, 100, 75 და 50 ლარის ოდენობით)