მოლაშქრეთა კლუბი “საბაუნი”

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა ცენტრის ინიციატივით, 2013 წლიდან საბაუნიში ფუნქციონირებს მოლაშქრეთა კლუბი. კლუბის ორგანიზებით, სტუდენტებმა მოინახულეს საქართველოს მრავალი ცნობილი თუ უცნობი ისტორიული ადგილი და ღირსშესანიშნაობა. სტუდენტების ინტერესების გათვალისწინებით, კლუბი გეგმავს და აორგანიზებს სხვადასხვა ხანგრძლივობისა და ფორმატის ლაშქრობებს, გასვლით ტურებს საქართველოს რეგიონებში, საექსკურსიო ტურებს ისტორიული ძეგლების მოსანახულებლად, ასევე 2-დღიან ტურებს შაბათ-კვირის ერთად სასიამოვნოდ გასატარებლად. 

მოლაშქრეთა კლუბის მიერ განხორციელებული ტურების ფოტოები იხილეთ კლუბის გვერდზე სოციალურ ქსელში.

იმოგზაურე საბაუნის მოლაშქრეთა კლუბთან ერთად!