სამეცნიერო კონფერენცია - რთული შემთხვევები

2017 წლის, 27 ივლისს, საბაუნიში გაიმართა დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტისა და სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ერთობლივი სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც სასამართლო პრაქტიკის ე.წ. „რთულ შემთხვევებს“ მიეძღვნა.

სრულად
საბაუნის ხელმძღვანელი პირების ვიზიტი ნოტრდამის უნივერსიტეტში, აშშ

8-15 ივლისს, ნოტრდამის უნივერსიტეტთან არსებული ნანოვიჩის ევროპული კვლევების ინსტიტუტში (ინდიანა, აშშ) მიმდინარეობს რიგით მე-8 ყოველწლიური ლიდერთა სასერტიფიკატო პროგრამა, რომელშიც საბაუნის რექტორი პროფესორი ვაჟა ვარდიძე და კანცლერი ვლადიმერ სახელაშვილი მონაწილეობენ.

სრულად
11 ივლისი
#შენჩააბარებ
#შენჩააბარებ

ერთიანი ეროვნული გამოცდები დასასრულს უახლოვნება და აბიტურიენტების ნერვიულობაც პიკს აღწვს. ახლა, მათ  ყველაზე ძალიან სჭირდებათ გამხნევება და გვერდში დგომა. ამიტომ, 2017 წლის, 10-11 ივლისს, უცხოენის გამოცდებზე საბაუნის სტუდენტებმა გამოცდიდან გამოსულ აბიტურიენტებს პოზიტიური ორცხობილები დაურიგეს მესიჯით #შენჩააბარებ. 

სრულად
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან

დღეს, ბიბლიოთეკაში გაიმართა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ზაზა ხატიაშვილის საინფორმაციო შეხვედრა საბაუნის სამართლის მაგისტრანტებთან. ბატონი ზაზა სტუდენტებს ესაუბრა სამართლის კლინიკის მოდულზე, რომელსაც იურიდიული

სრულად
გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახურის (KAAD) პრეზენტაცია

2017 წლის 19 ივნისს, საბაუნიში გაიმართა გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახურის (KAAD) პრეზენტაცია ქართველ ალუმნებთან და საბაუნის პროფესორებთან. KAAD-ის აღმოსავლეთ ევროპის მიმართულების ხელმძღვანელმა მარკუს ლაიმბახმა აუდიტორიას მიაწოდა ინფორმაცია სამომავლო სასტიპენდიო პროგრამების შესახებ. შეხვედრაზე ასევე დაანონსდა საბაუნისა და გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახურის მიერ ერთობლივი კონფერენციის ორგანიზებაც. პრეზენტაციას საბაუნის რექტორი პროფესორი ვაჟა ვარდიძე დაესწრო

სრულად
Startup Sabauni 2017 - კონკურსის დღე

2017 წლის 17 ივნისს, საბაუნიში გაიმართა ბიზნეს იდეების კონკურსი Startup Sabauni 2017. სტუდენტები ინოვაციური ბიზნეს იდეებით წარსდგნენ ჟიურისა და აუდიტორიის წინაშე. კონკურსში 6 გუნდი მონაწილეობდა. გამარჯვებული ორ ნომინაციაში გამოვლინდა (სპონსორისა და ჟიურის რჩეული იდეა). ორივე ნომინაციაში გამარჯვება ია კიწბაბაშვილმა მოიპოვა.

სრულად
საჯარო ლექცია: 1917 წლის ღვთისმშობლის გამოცხადება

2016 წლის 14 ივნისს,  საბაუნიში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: 1917 წლის ღვთისმშობლის გამოცხადება, რომელიც საბაუნის თეოლოგიის პროგრამის პროფესორმა, დოქტორმა მამა პიერ დიუმულენმა ჩაატარა

სრულად
Startup Sabauni 2017-ის მონაწილეთა ტრენინგი

2017 წლის 14 ივნისს, პროექტის Startup Sabauni 2017 შერჩეულ მონაწილეებს მორიგი ტრენინგი ჩაუტარდათ.

სრულად
UX/UI დიზაინის ტრენინგები დასრულდა

2017 წლის 12 ივნისს, დასრულდა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ორგანიზებული ტრენინგი UX/UI დიზაინის პროგრამირება. ტრენინგი 2 თვის განმავლობაში უტარდებოდათ საბაუნის სტუდენტებს, რომლებიც სპეციალური გასაუბრების შედეგად შეირჩნენ.

სრულად
12 ივნისი
Startup Sabauni 2017
Startup Sabauni 2017

დღეს, პქროექტის "Startup Sabauni 2017" შერჩეულ მონაწილეებს ჩაუტარდათ ტრენინგი.
ტრენერები შეეხნენ ყველა მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც საჭიროა ინვესტორთან ბიზნეს იდეის წარსადგენად.
სტუდენტებმა მიიღეს რჩევები და დაიწყეს მზადება კონკურსის დღისათვის !

სრულად

რჩეული სიახლეები

სამშაბათი, 11 ივლისი 2017
შაბათი, 17 ივნისი 2017
ორშაბათი, 12 ივნისი 2017
ხუთშაბათი, 01 დეკემბერი 2016
სამშაბათი, 14 მარტი 2017