03 ივნისი
სასწავლო ვიზიტი ბათუმის საკონსტიტუციო სასამართლოში

3 ივნისს, სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები,ფაკულტეტის დეკანთან ბატონ ზვიად როგავასთან და პროფესორ გიორგი გორაძესთან ერთად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს ეწვივნენ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სტუდენტებს გააცნეს მათი მუშაობის პრინციპი სასამართლოს ტენდენციები, მიმდინარე საქმეები და ის ძირითადი საკითხები, რასაც საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს. სტუდენტები აქტიურად ჩაერთნენე კითხვა-პასუხის რეჟიმში.

რაც შეეხება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სტუმრებს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე, ფრაქცია „ქართული ოცნება-მაჟორიტარების“ თავმჯდომარე ილია ვერძაძე და უმაღლესი საბჭოს აპარატის წევრები შეხვდნენ, რომლებმაც ახალგაზრდებს რეგიონის საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე პროცესები გააცნეს.

შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა. სტუდენტების დაინტერესება საკონსტიტუციო საკითხებს, საკანონმდებლო ორგანოს მუშაობასა და სპეციფიკას შეეხებოდა, რაზეც დეპუტატებისგან პასუხები მიიღეს.