26 ივნისი
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან

დღეს, ბიბლიოთეკაში გაიმართა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ზაზა ხატიაშვილის საინფორმაციო შეხვედრა საბაუნის სამართლის მაგისტრანტებთან. ბატონი ზაზა სტუდენტებს ესაუბრა სამართლის კლინიკის მოდულზე, რომელსაც იურიდიული

ფაკულტეტის მაგისტრანტები გაივლიან ადვოკატთა ასოციაციასთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და სტუდენტებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია იურიდიული კლინიკის შესახებ.
შეხვედრის დასასრულს, სამართლის ფაკულტეტის დეკანმა ბ-მა ზვიად როგავამ მოწვეულ სტუმრებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა. 

ღონისძიების სურათები: