27 ივლისი
სამეცნიერო კონფერენცია - რთული შემთხვევები

2017 წლის, 27 ივლისს, საბაუნიში გაიმართა დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტისა და სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ერთობლივი სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც სასამართლო პრაქტიკის ე.წ. „რთულ შემთხვევებს“ მიეძღვნა.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ სამართლის სტუდენტები, რომლებმაც მსოფლიო სამართლის პრაქტიკის რთული შემთხვევების ანალიზი წარმოადგინეს.  
კონფერენციის მომხსენებლები: სოფიკო წურწუმია, თამთა თავართქილაძე, ნათია ჯანელიძე, მარიამ ბეჟუაშვილი, სალომე ლორთქიფანიძე, თამთა გიგაური, ნინო მაისურაძე, გოჩა ჩოგაძე, ნინო წიკლაური, მარიამ ნანეიშვილი, მარიამ გაგოშიძე, ნინო მუხადგვერდელი, მაკა მოქია, ნინო ქარცივაძე, მაია გუნთაიშვილი, მარიამ ბეჟიაშვილი, ანა ტუხაშვილი, სესილი ჭითაშვილი, მეგი ბაგრატიონ-დავითიშვილი, ვახტან სირბილაშვილი და თამარ ლავრელაშვილი.

კონფერენციის სამეცნიერო ხელმძღვანელი და მოდერატორია ასოც. პროფ. დიმიტრი გეგენავა.
ადგილმდებარეობა: სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი, პიერ დიუმულენის ბიბლიოთეკა.

კონფერენციის სურათები