13 ოქტომბერი
„სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება - დამატებითი რესურსები საქართველოსა და ჩინეთისათვის“

9 – 13 ოქტომბერს ბულგარეთის ქალაქ რუსში, რუსის უნივერსიტეტში გაიმართა მორიგი სამუშაო შეხვედრა ერასმუს+ ის მიერ დაფინანსებული პროექტისა „სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება - დამატებითი რესურსები საქართველოსა და ჩინეთისათვის“. საბაუნის ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ეკატერინე ნაცვლიშვილი და ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის დეკანი, ირაკლი ცხადაძე, პროექტის მონაწილეების რანგში ესწრებოდნენ აღნიშნულ შეხვედრას.

პროექტის მიზანია ევროპელი პარტნიორების დახმარებით შემუშავდეს სწავლების მეთოდი, რომელიც იქნება სტუდენტზე ორიენტირებული და თავსებადი ქართული და ჩინური განათლების სისტემებისათვის.
პროექტის ხანგრძლივობაა 3 წელი. საქართველოდან საბაუნის გარდა პროექტში ჩართულია საქართველოს უნივერსიტეტი და შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი.