18 ოქტომბერი
შეხვედრა ნატოს სამოკავშირეო ოფისში

18 ოქტომბერს, NATO-ს სამოკავშირეო ოფისში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა ნატოს შესახებ. საბაუნის ლექტორის არინა თავაქარაშვილის ხელმძღვანელობით, უნივერსიტეტის სტუდენტები შეხვდნენ ნატოს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს ბატონ უილიამ ლაჰიუს და ლიტვის ელჩს. ლიტვის ელჩმა ახალგაზრდებს თავისი ქვეყნის გამოცდილება გაუზიარა. შეხვედრის ბოლოს მონაწილეებს საშუალება მიეცათ დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები. ​