საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი

2017 წლის 6-8 ივნისს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი. ღონისძიება გახსნა საბაუნის რექტორმა პროფ. ვაჟა ვარდიძემ. კონფერენციაზე მომხსენებლებსა და აუდიტორიას სიტყვით მიმართა იტალიის ელჩმა საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ. იტალიელმა და ქართველმა მომხსენებლებმა წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაციები. სიმპოზიუმი 8 ივნისს ახალციხეში, რაბათის ციხის მონახულებით დასრულდა.

ღონისძიების სურათები იხილეთ ბმულზე: 

სრულად
საჯარო ლექცია თემაზე: საქართველო-რუსეთის ომი

2017 წლის 5 ივნისს, საბაუნის იურისტთა კლუბის ორგანიზებით, გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: “საქართველო რუსეთის ომი", ლექციას წაიკითხა მწერალმა და პუბლიცისტმა ოთარ მამარდაშვილმა.

სრულად
სასწავლო ვიზიტი ბათუმის საკონსტიტუციო სასამართლოში

3 ივნისს, სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები,ფაკულტეტის დეკანთან ბატონ ზვიად როგავასთან და პროფესორ გიორგი გორაძესთან ერთად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს ეწვივნენ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სტუდენტებს გააცნეს მათი მუშაობის პრინციპი სასამართლოს ტენდენციები, მიმდინარე საქმეები და ის ძირითადი საკითხები, რასაც საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს. სტუდენტები აქტიურად ჩაერთნენე კითხვა-პასუხის რეჟიმში.

რაც შეეხება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სტუმრებს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე, ფრაქცია „ქართული ოცნება-მაჟორიტარების“ თავმჯდომარე ილია ვერძაძე და უმაღლესი საბჭოს აპარატის წევრები შეხვდნენ, რომლებმაც ახალგაზრდებს რეგიონის საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე პროცესები გააცნეს.

შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა. სტუდენტების დაინტერესება საკონსტიტუციო საკითხებს, საკანონმდებლო ორგანოს მუშაობასა და სპეციფიკას შეეხებოდა, რაზეც დეპუტატებისგან პასუხები მიიღეს.

სრულად
როგორ ჩავატაროთ ღონისძიებები სტრესის გარეშე

დღეს, ტრენერმა და ევროპის საბჭოს ექსპერტმა გიორგი დონაძემ და კომპანია 'ივენთკოს' მენეჯერმა ანა ციხელაშვილმა ჩაატარეს ტრენინგი თემაზე: როგორ ჩავატაროთ ღონისძიებები სტრესის გარეშე. სპიკერებმა ხაზი გაუსვეს დაგეგმვისა და დროის მენეჯმენტის მნიშვნელობას საქმის ორგანიზებისას 🗓️📝
ტრენინგის ბოლოს სტუდენტებს გადაეცათ სერტიფიკატები

სრულად
საჯარო ლექცია: მზარდი ეკონომიკური ოკუპაცია საქართველოში

2017 წლის 31 მაისს, საბაუნის სტუმრად ეწვია მოძრაობა kar.ge-ს დამფუძნებელი, ბ-ნი ტარიელ ზივზივაძე. შეხვედრის თემა: მზარდი ეკონომიკური ოკუპაცია საქართველოში.

სრულად
საჯარო ლექცია: კონფლიქტისპირა სოფლები

2017 წლის 30 მაისს, საბაუნის იურისტთა კლუბის ორგანიზებით, გაიმართა მორიგი საჯარო ლექცია თემაზე: “კონფლიქტისპირა სოფლები". ლექცია წაიკითხა ქალბატონმა არინა თავაქარაშვილმა.

სრულად
ჩანაწერები ძველ აღთქმაზე

 2017 წლის 29 მაისს, საბაუნიში ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, შეხვედრა გაიმართა პროფესორ ზურაბ კიკნაძესთან.
ლექციის თემა: ჩანაწერები ძველ აღთქმაზე.

სრულად
ვიზიტი კათარზისში

 2017 წლის 29 მაისს, საბაუნის სტუდენტური ცენტრის ორგანიზებით, სტუდენტები იყვნენ კათარზისში, სადაც დაეხმარნენ მომსახურე პერსონალს ხანდაზმულების გამასპინძლებაში.

სრულად
29 მაისი
Introduction to polish tax law
Introduction to polish tax law

 2017 წლის 29 მაისს, ჩატარდა პოლონელი სტუმრების, პროფესორების Pawel Smolen-ისა და Marcin Burzec ის ერთობლივი საჯარო ლექცია საგადასახადო სამართლებრივ სისტემებთან დაკავშირებით სახელწოდებით: Introduction to polish tax law. პროფესორებმა პოლონური საგადასახადო სამართლებრივი სისტემის შედარებითი მაგალითები მოიყვანეს ქართულ სისტემასთან მიმართებაში.
სტუდენტთა მხრიდან დიდი დაინტერესების გამო შეკითხვებიც მრავლად იყო.
ლექციის მეორე ნაწილი პარტნიორი უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებულ გაცვლით პროგრამებზე საუბარს დაეთმო. ლუბლინის უნივესიტეტის წარმომადგენლებმა სამომავლო ერთობლივი გეგმები გააცნეს სტუდენტებს.

სრულად
დამოუკიდებლობის დღე

 2017 წლის 26 მაისს, საბაუნის პოლიტიკის კლუბის ინიციატივით, საბაუნის სტუდენტები შეუერთდნენ დამოუკიდებლობის დღის ზეიმს რუსთაველის გამზირზე !

სრულად

რჩეული სიახლეები

სამშაბათი, 11 ივლისი 2017
შაბათი, 17 ივნისი 2017
ორშაბათი, 12 ივნისი 2017
ხუთშაბათი, 01 დეკემბერი 2016
სამშაბათი, 14 მარტი 2017