სასწავლო ვიზიტი რედისონ ბლუ ივერიაში

2017 წლის 3, 6 და 7 აპრილს საბაუნის ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტები სასწავლო ვიზიტით იყვნენ სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში. სტუდენტები გაეცნენ სასტუმროს სერვისებს და მიიღეს საჭირო რჩევები ტრენერებისგან, სასტუმროს მენეჯმენტის შესახებ.

სრულად
სასწავლო ვიზიტი შსს აკადემიაში

2017 წლი5 აპრილს, საბაუნის სამართლის სტუდენტები სასწავლო ვიზიტით იყვნენ შსს აკადემიაში, დაათვალიერეს აკადემია, გაეცნენ სასწავლო ინვენტარს და მონაწილეობა მიიღეს იმიტირებულ ტირში.

სრულად
პოლონელი პროფესორის მალგორზატა ვასეკ-ვიადოროკის საჯარო ლექცია

2017 წლის 30 მარტიდან 5 აპრილის ჩათვლით, საბაუნიში სტუმრად იმყოფებოდა პოლონელი პროფესორი მალგორზატა ვასეკ-ვიადოროკი, რომელმაც წაიკითხა საინტერესო ლექციები სისხლის სამართლის საპროცესო ნორმებზე.
თანამშრომლობის ფარგლებში პროფესორი ასევე შეხვდა ჩვენს საპროცესო სისხლის სამართლის პროფესორს ბესიკ მეურმიშვილს. გაცვალეს ინფორმაციები და დასახეს სამომავლო ერთობლივი პროექტების ფარგლებში თანამშრომლობის გეგმები.

სრულად
შეხვედრა გელა ჩარკვიანთან

2017 წლის 31 მარტს, საბაუნის სტუდენტები შეხვდნენ გელა ჩარკვიანს. მან ისაუბრა საკუთარ გამოცდილებაზე, მოღვაწეობაზე როგორც მწერლობაში, ასევე დიპლომატიაში 

სრულად
სასწავლო ვიზიტი ტექნოპარკში

2017 წლის, 31 მარტს საბაუნის ბიზნესის სტუდენტები სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, ტექნოპარკს ესტუმრნენ. გაეცნენ ტექნო პარკის სერვისებს და მიიღეს ინფორმაცია მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ. 

სრულად
შეხვედრა გეომორფოლოგ სერგო ცირამუასთან

2017 წლის 30 მარტს, საბაუნის სტუდენტები შეხვდნენ გეოინფორმაციული ცენტრის დამფუძნებელ პროფესორ სერგო ცირამუას. 

სრულად
სტაჟირების სახელწიფო პროგრამა საბაუნის სტუდენტებისთვის

2017 წლის 29 მარტს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტსა და საჯარო სამსახურის ბიუროს შორის გაფორმდა მემორანდუმი. 

მემორანდუმის ფარგლებში, მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსისა და მაგისტრატურის სტუდენტები და კურსდამთავრებულები სტაჟირებას საჯარო უწყებებში გაივლიან.

მათ ეძლევათ შანსი დასაქმდნენ საჯარო სექტორში და მიიღონ დამატებითი გამოცდილება.

 

სრულად
სასწავლო ვიზიტი იუსტიციის სახლში

2017 წლის 22 მარტს, სასწავლო ვიზიტი იუსტიციის სახლში სამართლის სტუდენტებისთვის, სტუდენტები გაეცნენ იუსტიციის სახლის მუშაობის სპეციფიკას, დაათვალიერეს და მიიღეს სრული ინფორმაცია მათ მომსახურებასთან დაკავშირებით. 

სრულად
საჯარო ლექცია: წარმატება - უოლტ დისნეი და გადაწყვეტილებები

2017 წლის 21 მარტს, საბაუნის იურისტთა კლუბის ორგანიზებით, ჩატარდა საჯარო ლექცია: წარმატება - უოლტ დისნეი და გადაწყვეტილებები, რამაც მიიყვანა წარმატებამდე. ლექცია წაიკითხა ბიზნეს-ტრენერმა, ეკონომიკური პოლიტიკის მკვლევარმა გიორგი მიქანაძემ.

სრულად
ვორქშოპი: როგორ გავხდეთ თავდაჯერებული ადამიანები

2017 წლის 20 მარტს, საბაუნისა და ლიდერთა სკოლა " Prep School for Leaders" ორგანიზებით, გაიმართა ინგლისურენოვანი ინტერაქტიული სემინარი: როგორ გავხდეთ თავდაჯერებული ადამიანები. სპიკერებმა მზია თოლორდავამ (ტრენერი) და ეკა ჩერქეზიშვილმა (ამერიკული ფულბრაიტის პროგრამის ალუმნი) სკოლის მოსწავლეებსა და აბიტურიენტებთან ისაუბრეს იმ აუცილებელ უნარებზე, რაც ადამიანებს ეხმარება თავდაჯერებულობაში. სემინარს საბაუნის სტუდენტებიც დაესწრნენ.

სრულად

რჩეული სიახლეები

სამშაბათი, 11 ივლისი 2017
შაბათი, 17 ივნისი 2017
ორშაბათი, 12 ივნისი 2017
ხუთშაბათი, 01 დეკემბერი 2016
სამშაბათი, 14 მარტი 2017