ფილიპ სენდსის წიგნის "სამართალს მოკლებული მსოფლიო" პრეზენტაცია

2016 წლის 7 ოქტომბერს, საბაუნის იურისტთა კლუბისა და სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით, გაიმართა ფილიპ სენდსის წიგნის "სამართალს მოკლებული მსოფლიო" პრეზენტაცია. შეხვედრას უძღვებოდა სამართლის დოქტორი ქ-ი ნაზი ჩინჩალაძე, რომელიც წიგნის თარგმანის ავტორია. ქ-მა ნაზიმ მიმოიხილა წიგნში შესული თემატიკა, ავტორის დამოკიდებულება დღევანდელი პოლიტიკური ყოველდღიურობის მიმართ. სტუდენტებში საერთაშორისო სამართლის პრობლემატურმა საკითხებმა დიდი დაინტერესება გამოიწვია, რაც მათი მხრიდან დასმულ შეკითხვებშიც გამოიხატა.

სრულად
ლიონის უნივერსიტეტის დელეგაცია საბაუნიში

2016 წლის 6 ოქტომბერს საბაუნის სტუმრობდა ლიონის უნივერსიტეტის დელეგაცია. საბაუნის ადმინისტრაციასთან შეხვედრაზე ფრანგულმა დელეგაციამ მომავალი თანამშრომლობის ფორმებსა და გზებზე ისაუბრა, რის შემდეგაც გაიმართა სტუმრების შეხვედრა საბაუნის სტუდენტებთან. ლიონის უნივერსიტეტის დელეგაციის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა სტუდენტების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
დელეგაციის წევრებმა რამდენიმე დღე გაატარეს საქართველოში. 7 ოქტომბერს, ფრანგმა სტუმრებმა საბაუნის ბიბლიოთეკაში გამართეს შეხვედრა საქართველოში მცხოვრებ ფრანგულენოვან საზოგადოებასთან, სადაც უნივერსიტეტის პრორექტორმა ისაუბრა თემაზე: „ფრანგული სეკულარიზმი, უცნობი სილამაზე“. შეხვედრაზე დასწრება შეეძლო ყველას, ვინც დაინტერესებულია ფრანგული ენით, ნასწავლი აქვს, იცის და უბრალოდ უყვარს ფრანგული.

სრულად
პროექტი: მე, ახალგაზრდა ამომრჩეველი

ა(ა)იპ დემოკრატიული გაძლიერების ცენტრის მიერ 2016 წლის, 29 სექტემბერს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში პროექტ „მე, ახალგაზრდა ამომრჩეველი“-ს ფარგლებში, გაიმართა ტრენინგი საარჩევნო საკითხებზე. პროექტი მიზნად ისახავს მოქალაქეთა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობისა და არჩევნების მიმართ ნდობის გაზრდის ხელშეწყობას. ტრენინგი გაიმართა შემდეგ თემებზე:
- არჩევნები და დემოკრატია (არჩევნების ისტორიული ექსკურსი და თანამედროვეობა, ამომრჩეველი და საარჩევნო ადმინისტრაცია, საარჩევნო პროსეცებში ჩართული მხარეები, საარჩევნო სისტემები);
- სამოქალაქო საზოგადოება და მისი როლი დემოკრატიული გარდაქმნის პერიოდში;
- არჩევნების დღე (შიდა იმიტირებული არჩევნები, რომლის ფარგლებშიც მონაწილე ახალგაზრდებმა მოირგეს საუბნო საარჩევნო კომიისიის წევრების როლი).

სრულად
 ტურიზმის კვლევისა და ინოვაციის ცენტრის ORBIS პრეზენტაცია

2016 წლის 7 სექტემბერს, გაიმართა საბაუნის ტურიზმის ფაკულტეტის ბაზაზე შექმნილი ტურიზმის კვლევისა და ინოვაციის ცენტრის ORBIS პრეზენტაცია.
პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ უნივერსიტეტის იტალიელი დამფუძნებელი ჯუზეპე პაზოტო, რექტორი პროფ. ვაჟა ვარდიძე, ცენტრის ხელმძღვანელი და ტურიზმის ფაკულტეტის დეკანი მაია ჯიჯავა. ღონისძიებას ესწრებოდა იტალიის რესპუბლიკის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ბ-ნი ანტონიო ენრიკო ბარტოლი.
ცენტრის ხელმძღვანელმა მაია ჯიჯავამ ისაუბრა ტურიზმის სფეროში კვლევის მნიშვნელობაზე. ტურიზმსა და მის გლობალურ განზომილებაზე, საერთაშორისო თანამშრომლობაზე ისაუბრა საგანგებოდ გერმანიიდან ჩამოსულმა სტუმარმა, ტურიზმის ექსპერტთა და მკვლევართა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტმა, რეგიონალური განვითარებისა და ტერიტორიული მოწყობის ინსტიტუტის EURAC -ის დირექტორმა, ტურიზმის კვლევის გერმანიის ასოციაციის პრეზიდენტმა, აიხშტატის უნივერსიტეტის პროფესორმა ჰარალდ პეკლანერმა. განათლებაში ინოვაციურ მიდგომებსა და ტელემატური ტექნოლოგიების გამოყენების ახალ პერსპექტივებზე სიტყვით გამოვიდა პარტნიორი ორგანიზაციის „მინერვას“ დირექტორი, პრეზენტაციაზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოში საერთაშორისო ტელემატური ინსტიტუტის UNINETTUNO-ს ტექნოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელმა ჯოვანი ჯაკომანტონიომ.
სკაიპის საშუალებით ტურიზმის ახალ საზღვრებსა და ინტერკულტურულ კომუნიკაციაზე ისაუბრა რომის სახელმწიფო უნივერსიტეტის ROMA TRE -ს პროფესორმა, რექტორის დელეგატმა, ფაკულტეტის დეკანმა და იტალიის განათლების სამინისტროს დელეგატმა საუნივერსიტეტო კვლევებში ტურიზმსა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დარგში პროფ. მარინელა როკა ლონგომ.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ საფრანგეთის, ესპანეთის, უნგრეთის საელჩოების წარმომადგენლები, ასევე, USAID მისიის დირექტორი, EBRD-ის წარმომადგენლები, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების, ტურისტული სააგენტობის წარმოამდგენლები და სტუდენტები.
ORBIS-ის მიზანია, სტუდენტებსა და დაინტერესებულ პირებს საშუალება მისცეს, შეიძინონ და გაიღრმავონ ცოდნა ტურიზმის სფეროში ტრენინგებისა და სიმულაციური მეთოდების გამოყენებით. ცენტრის ბაზაზე, საბაუნის ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტებს საშუალება ექნებათ, გაიარონ პროფესიული პრაქტიკა და გამოიმუშაონ პროფესიული უნარები.
ცენტრის პარტნიორია ქართულ-იტალიური არასამთავრობო ორგანიზაცია მინერვა, რომელიც ერთ-ერთი წამყვანია ელექტრონული სწავლების მეთოდების დანერგვაში.

სრულად
27 ივლისი
საბაუნი Camp
საბაუნი Camp

საბაუნიში გარდა სწავლების მაღალი ხარისხისა, აქცენტი სტუდენტების გართობასა და დასვენებაზეც კეთდება. დამღლელი გამოცდების შემდეგ, უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა ცენტრის ინიციატივით დაიგეგმა საზაფხულო ბანაკი (საბაუნი camp) რომლის მთავარი მიზანი, დასვენებასთან ერთად სტუდენტებში საქართველოს დაცული ტერიტორიების შესახებ ცნობიერების ამაღლება იყო. სწორედ, ამ მიზნით ბანაკის ადგილად ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკი შეირჩა.
საბაუნის სტუდენტები 4 დღის განმავლობაში დაბანაკებულები იყვნენ ნიკოლოზ რომანოვის ტურისტული ბილიკის მიმდებარედ. სტუდენტებს პირველივე დღეს შეხვდნენ ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, რომელთაც სტუდენტებს ტყე-პარკის ისტორია გააცნეს, უშუალოდ ბანაკის დროს კი, მათ შეისწავლეს სალაშქრო და საბანაკე უნარ-ჩვევები. წინასწარ გაწერილი გეგმის მიხედვით ყოველი დღე ერთმანეთისაგან განსხვავებული იყო: მოეწყო ლაშქრობა ლომის მთაზე, პარკის დასუფთავების აქცია, სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები და ა.შ
საბაუნის სტუდენტები მოინახულეს ადმინისტრაციის წევრებმაც და ერთი დღე გაატარეს სტუდენტებთან ერთად ტყე-პარკის ულამაზეს ბუნებაში.
საბაუნიში მსგავსი ღონისძიებები ტრადიციად იქცევა.

სრულად
შეხვედრა გიორგი ბაქრაძესთან

2016 წლის 23 ივნისს, ბიზნესის კლუბის მოწვევით, საბაუნიში საჯარო ლექცია წაიკითხა ეროვნული ბანკის დირექტორის მრჩეველმა, ინტელექტუალური თამაშის რა? სად? როდის? მაგისტრმა და ეკონომისტმა გიორგი ბაქრაძემ. მან ისაუბრა ეკონომიკაზე, საქართველოში შექმნილ მდგომარეობაზე და ზოგადად ეკონომიკის როლზე ქვეყნის განვითარებაში. ბაქრაძის თქმით, მდგრადი ეკონომიკის საწინდარი სწორად დაგეგმილი ბიზნესია. მან ასევე ისაუბრა საქართველოს განვითარების პერსპექტივებზე. შეხვედრის დიდი ნაწილი კითხვა–პასუხის რეჟიმში წარიმართა. 

სრულად
პიერ დიუმულენის ახალი წიგნის „ეკლესიის საიდუმლოება“ და სამრევლო ბიბლიოთეკის პრეზენტაცია

2016 წლის 19 ივნისს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ძველ შენობაში (აბესაძის N4) გაიმართა პიერ დიუმულენის ახალი წიგნის „ეკლესიის საიდუმლოება“ და სამრევლო ბიბლიოთეკის პრეზენტაცია. პრეზენტაციის შემდეგ პიერ დიუმულენმა წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე „ქალის მისია ბიბლიაში“.

სრულად
სამართლის პირველკურსელების სასწავლო ვიზიტი ბათუმის საკონსტიტუციო სასამართლოში

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სამართლის პირველი კურსის სტუდენტები 2016 წლის 18 ივნისს ეწვივნენ ბათუმის საკონსტიტუციო სასამართლოს, სადაც ადგილზე გაეცნენ სასამართლოს მუშაობის სპეციფიკას. სასამართლოს თანამშრომელმა სტუდენტებს უამბო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების შესახებ, მოკლედ ისაუბრა ყველაზე ხმაურიან საქმეებზე. ვიზიტმა კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა.
შეხვედრის შემდეგ სტუდენტებმა დაათვალიერეს სასამართლოს შენობა და გადაიღეს სამახსოვრო სურათები. ვიზიტის მეორე დღე გასართობ ღონისძიებებს დაეთმო.

სრულად
სტუდენტური პროექტი "რაჭა - ჩემი სიყვარული"

2016 წლის 17 ივნისს საბაუნის სააქტო დარბაზში გაიმართა სტუდენტური პროექტის „რაჭა - ჩემი სიყვარული“ პრეზენტაცია, რომლის მიზანი იყო რაჭის ღირსშესანიშნაობების გაცნობა და ახალგაზრდების ამ კუთხით დაინტერესება. პროექტის ფარგლებში მომზადდა საინფორმაციო პოსტერები, სადაც აღწერილი იყო რაჭის ცნობილი და ნაკლებად ცნობილი ადგილები თავისი ღირსშესანიშნაობებით. ღონისძიებაზე პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა სურათების სლაიდ შოუ და რაჭის რეგიონის ტრადიციებისა და კულტურის ამსახველი დოკუმენუტური ფილმის ჩვენება. ღონისძიებაზე მოწვეულმა სტუმრებმა მოკლედ ისაუბრეს რაჭის მატერიალურ და არამატერიალურ მემკვიდრეობაზე.

ღონისძიება დასრულდა საბაუნის სტუდენტების მიერ შესრულებული რაჭული ცეკვით. მოწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ რაჭის ღირსშესანიშნაობების ამსახველი ფოტო გამოფენა და დაეგემოვნებინათ რაჭული სამზარეულოს კერძები.
პროექტი განხორციელდა საბაუნის სტუდენტური კონკურსის „ჩემი წარმატებული პროექტი“ ფარგლებში. მასში მონაწილეობდნენ ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტები. სტუდენტებს კონსულტაციას უწევდა პროფ. ინგა ქარაია.

სრულად
აღმოაჩინე შენი ქალაქი - City games

2016 წლის 11 ივნისს საბაუნის სტუდენტებისათვის ჩატარდა სტრატეგიული თამაში “აღმოაჩინე შენი ქალაქი City games”, სადაც აქტიურად იყვნენ ჩართულები სტუდენტები. თამაშში სულ 16 გუნდი მონაწილეობდა, საიდანაც უმაღლესი ქულების მიხედვით გამოვლინდა 3 გამარჯვებული. გამარჯვებულ გუნდებს გადაეცათ დაწესებული პრიზები: პირველ და მეორე ადგილზე გასულ ჯგუფებს გასართობი ცენტრის „ჯინო ფერედაისის“ ბილეთები, ხოლო მესამე ადგილზე გასულ გუნდს - უნიფიტნესის ერთთვიანი აბონიმენტი.

გამარჯვებული გუნდების შემადგენლობა ასეთია:
► პირველი ადგილი: დათა მიქელაშვილი, ბექა თედიაშვილი, ია კიწბაბაშვილი, ნათოა ქოჩორაშვილი, ბაჩო აკობია.
► მეორე ადგილი: გაგო ჩოხელი, მაიკო გუმბერიძე, ლალი ქუთათელაძე, ნინო დავითაია, დავით ხუციშვილი.
► მესამე ადგილი: ნელი ყოროშვილი, ელისო ქოზაშვილი, ქეთი ბრეგვაძე, მარიამ თუხაშვილი

თამაში ორგანიზებული იყო საბაუნის სტუდენტურ საქმეთა ცენტრის მიერ. საორგანიზაციო ჯგუფი: გიორგი მამალაძე, ქეთევან გორდულავა, ლიკა გაბუნია, საბა ბითაძე.

 

სრულად