ბაკალავრიატი

საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესი

საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხვა და სტუდენტის სტატუსის მინიჭება ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების შედეგად, აბიტურიენტთა რანჟირების შესაბამისი დოკუმენტის საფუძველზე. სტუდენტის სტატუსის მოსაპოვებლად აბიტურიენტმა უნდა გაიაროს პირველადი რეგისტრაცია, რომელიც მიმდინარეობს უნივერსიტეტში, რექტორის აქტით დადგენილ ვადებში.

პირველადი რეგისტრაცია მოიცავს ადმინისტრაციულ და აკადემიურ რეგისტრაციას.

ადმინისტრაციული რეგისტრაციისას ხდება უნივერსიტეტის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარმოდგენა და ხელშეკრულების გაფორმება.

ადმინისტრაციული რეგისტრაციისას უნივერსიტეტში წარმოსადგენია შემდეგი დოკუმენტები:

  • განცხადება რექტორის სახელზე, რომლის ფორმას სტუდენტი მიიღებს უნივერსიტეტში;
  • პირველი სასწავლო წლის სწავლის საფასურის სრულად, ხოლო სწავლის საფასურის სემესტრულად გადახდის შემთხვევაში, სწავლის საფასურის ნახევრის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. უნივერსიტეტის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტებს აბიტურიენტი მიიღებს უნივერსიტეტში ან იხილეთ უნივერსიტეტის საიტზე.
  • სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (შესაბამისი განათლების სხვა ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღების შემთხვევაში - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტის) დედანი და ასლი
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლი დედნის წარმოდგენით;
  • 2 ნაბეჭდი ფოტოსურათი ზომით 3X4 და ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია CD-ზე;
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და ასლი;(სახმედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულმა პირებმა, საქართველოს მოქალაქეებმა);
  • შევსებული სპეციალური განაცხადი-აპლიკაცია, რომელიც აბიტურიენტს შეუძლია მიიღოს უნივერსიტეტში ან/და ჩამოტვირთოს უნივერსიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდიდან;(იხ. ბმული)
  • სხვა დოკუმენტი, თუ ასეთის წარდგენის ვალდებულებას ითვალისწინებს საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა ან/და მიმდინარე კანონმდებლობა.

აკადემიური რეგისტრაციისას ხდება საბაკალავრო საგანამანათლებლო პროგრამის სასწავლო კურსებზე სტუდენტის დარეგისტრირება.

აბიტურიენტის ჩარიცხვა საბაკალავრო პროგრამაზე ფორმდება მხოლოდ პირველადი რეგისტრაციის შედეგად.

სწავლის წლიური საფასური
სამართლის საბაკალავრო პროგრამა - 2200 ლარი
ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა - 2200 ლარი
ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა - 2200 ლარი
საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა - 2200ლ
თეოლოგიის საბაკალავრო პროგრამა - 1900 ლარი