ერთიანი ეროვნული /საერთო სამაგისტრო გამოცდების გარეშე მიღება

ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხვა

ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სტუდენტების უნივერსიტეტში ჩარიცხვა ხორციელდება ”უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლებს მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარმოდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ” განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №224/ნ ბრძანების შესაბამისად.

ასეთი სტუდენტების უნივერსიტეტში ჩარიცხვის წინაპირობას წარმოადგენს რექტორის წერილობითი თანხმობა.

სწავლის წლიური საფასური

უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის შეიძლება დადგენილ იქნეს საქართველოს მოქალაქეებისათვის დადგენილი სწავლის საფასურისგან განსხვავებული ოდენობა.