მაგისტრატურა

სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესი

სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა და სტუდენტის სტატუსის მინიჭება ხდება საერთო სამაგისტრო და შიდა საუნივერსიტეტო გამოცდ(ებ)ის შედეგების საფუძველზე სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტის შესაბამისად.

მაგისტრანტობის კანდიდატის უნივერსიტეტში პირველადი მიღება-რეგისტრაცია მოიცავს შემდეგ ეტაპებს: ადმინისტრაციული რეგისტრაცია, უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული გამოცდ(ებ)ის ჩაბარება, ხელშეკრულების გაფორმება, აკადემიური რეგისტრაცია.

ადმინისტრაციული რეგისტრაციისას მაგისტრანტობის კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:

  • ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული დიპლომის და დიპლომის დანართის (შესაბამისი განათლების სხვა ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღების შემთხვევაში - საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების დამადასტურებელი დოკუმენტის) დედანი და ასლი
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის დედანი და ასლი
  • 2 ნაბეჭდი ფოტოსურათი ზომით 3X4 და ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და ასლი (სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულმა პირებმა, საქართველოს მოქალაქეებმა)
  • საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატის დედანი და ასლი/საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობის პლასტიკური ბარათი
  • თუ მაგისტრანტობის კანდიდატი კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილია საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების გარეშე მიიღოს მონაწილეობა უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრულ გამოცდაში/გამოცდებში, იგი ვალდებულია წარმოადგინოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული საერთაშორისო გამოცდის უნივერსიტეტის მიერ დადგენილი ზღვარის გადალახვის დამადასტურებელი დოკუმენტი
  • შიდა საუნივერსიტეტო გამოცდის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი; უნივერსიტეტის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტებს მაგისტრანტობის კანდიდატი მიიღებს უნივერსიტეტში ან იხილეთ უნივერსიტეტის საიტზე
  • შევსებული სპეციალური განაცხადი-აპლიკაცია, რომელიც მაგისტრანტობის კანდიდატს შეუძლია მიიღოს უნივერსიტეტში ან/და ჩამოტვირთოს უნივერსიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდიდან; (იხ. ბმული);
  • სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სამაგისტრო საგანამანათლებლო პროგრამა;
  • პირველი სასწავლო წლის სწავლის საფასურის სრულად ან სწავლის საფასურის სემესტრულად გადახდის შემთხვევაში, სწავლის საფასურის ნახევრის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, რომლის წარმოდგენა მაგისტრანტობის კანდიდატს ევალება მხოლოდ შიდა გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში. უნივერსიტეტის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტებს აბიტურიენტი მიიღებს უნივერსიტეტში ან იხილეთ უნივერსიტეტის საიტზე.

უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული გამოცდ(ებ)ის ჩაბარება
შიდა გამოცდის თემატიკა, ჩაბარების ფორმა და ვადები დგინდება ყოველწლიურად რექტორის ინდივიდუალური აქტით და იდება საიტზე.

ხელშეკრულების გაფორმება
საერთო სამაგისტრო გამოცდის, უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული გამოცდის წარმატებით ჩაბარებისა და რექტორის ადმინისტრაციული აქტით განსაზღვრულ ვადებში მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე, მაგისტრანტობის კანდიდატთან ფორმდება ხელშეკრულება.

აკადემიური რეგისტრაცია გულისხმობს სტუდენტის დარეგისტრირებას საგანამანათლებლო პროგრამის სასწავლო კურსებზე.

სწავლის წლიური საფასური
სამართლის სამაგისტრო პროგრამა - 2200 ლარი
თეოლოგიის სამაგისტრო პროგრამა - 1700 ლარი