მობილობა

2016–2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტში ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე პირთა მობილობის წესით ჩარიცხვისათვის განისაზღვრა ვაკანტური ადგილები შემდეგი სახით:

საფეხური

საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება

ვაკანტური ადგილების რაოდენობა

1

ბაკალავრიატი

სამართალი

9

რექტორის 05-17 ბრძანებით ასევე განისაზღვრა 2016–2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე პირთა მობილობის წესით ჩარიცხვის ვადები შემდეგი სახით:

– სსიპ -განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პორტალზე რეგისტრაციის შემდეგ (2017 წლის 20 იანვრიდან 02 თებერვლის 18:00 საათამდე www.eqe.ge), რეგისტრაციის შედეგების გათვალისწინებით,

– მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველი პირების საბუთების მიღება და კრედიტების აღიარება - 06 - 10 თებერვლის ჩათვლით.

– მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველი პირებისათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა და ხელშეკრულებების გაფორმება 2017 წლის 13 თებერვლიდან - 14 თებერვლის ჩათვლით.

– მობილობის წესით ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება და სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში წარდგენა − 2017 წლის 15 თებერვალი.

მობილობის პროცესში (ჩარიცხვამდე) წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) სარეგისტრაციო განაცხადი (ივსება ადგილზე);

ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის და გამოცდების ეროვნული ცენტრის სერტიფიკატის (შესაბამისი განათლების სხვა ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღების შემთხვევაში - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტის) ასლი;
გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა/ID ბარათი) ასლი, დედნის წარმოდგენით (უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი);
დ) 2 ფოტოსურათი 3x4 და ელ. ვერსია (CD/DVD მატარებელზე);
ე) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულმა პირებმა, საქართველოს მოქალაქეებმა)
ვ) გამომშვები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული (ბეჭდით დამოწმებული) ამონაწერი სტუდენტის სტატუსის ცვლილების შესახებ ბრძანებიდან (არსებობის შემთხვევაში, სტატუსის შეწყვეტის ბრძანების შემთხვევაში აუცილებელია სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველის მითითება);

ზ) ცნობა სტუდენტის სტატუსის და სწავლების სემესტრის შესახებ;
თ) ამონაწერი სასწავლო ბარათიდან შესწავლილი სასწავლო კურსების/პროგრამის კომპონენტების, შესაბამისი კრედიტებისა და მიღებული შეფასებების მითითებით (დამოწმებული დადგენილი წესით);

შენიშვნა: მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველ პირებს, ამ პუნქტის „ა-თ“ პუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტაციის გარდა, კრედიტების აღიარების პროცესში, დამატებით შეიძლება მოეთხოვოს ცალკეული გავლილი სასწავლო კურსების პროგრამების (სილაბუსები) წარმოდგენა.

მობილობის წესით ჩარიცხვის შემთხვევაში, ჩარიცხვიდან არაუგვიანეს ორი კვირის ვადაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის და გამოცდების ეროვნული ცენტრის სერტიფიკატის (შესაბამისი განათლების სხვა ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღების შემთხვევაში - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტის) დედანი;

ბ) შევსებული სპეციალური ანკეტა (სტუდენტს შეუძლია მიიღოს ანკეტა უნივერსიტეტში);

გ) სწავლის საფასურის დადგენილი წესით გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (უნივერსიტეტის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტებს სტუდენტი მიიღებს უნივერსიტეტში);

დ) გამომშვები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული (ბეჭდით დამოწმებული) - სტუდენტის პირადი საქმე (პირად საქმეში არსებული დოკუმენტაცია);

ე) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი (სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულმა პირებმა, საქართველოს მოქალაქეებმა)

ვ) მობილობის შედეგად სტატუსის შეწყვეტის ბრძანებიდან ამონაწერი;

საბუთების მიღება წარმოებს უნივერსიტეტის კანცელარიაში, სამუშაო დღეებში (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით) 1000 - დან 1700 საათამდე მისამართზე კ. ქუთათელაძის ქ. №3