თეიმურაზ ჯოჯუა


განათლება:

2008-2009 ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურა
1996 – 1999 - საქართველოს მევნიერებათა აკადემიის ივ.ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურა
1990 – 1996 - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი
1993 – 1996 - ივ.ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორედი სწავლების ჟურნალისტიკის ფაკულტეტი
კვალიფიკაცია: ისტორიის დოქტორი, ისტორიკოსი, ჟურნალისტი

სამუშაო გამოცდილება:

2013 წლიდან - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
2012 წლიდან - ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ივ.ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილის მოადგილე
2012-2013 - ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტტების მიწვეული პედაგოგი.
2011-2012 - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ივ.ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილის მოადგილეს მოვალეობის შემსრულებელი
2009-2010 - საქართველოს საპატრიარქო წმ. ადნრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიწვეული პედაგოგი
2008 წლიდან - ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს წევრი
2007-2011 - ივ.ჯავახუშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე
2006 - 2007 - ივ.ჯავახიშვლის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი
2006 წლიდან - ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წყაროთმცოდნეობისა და დიპლომატიკის დეპარტამენტის მეცნიერ-თანამშრომელი
2005 წლიდან - აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტის მიწვეული პედაგოგი
2003-2006 - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ.ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელი.
2002-2003 - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ.ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიის განყოფილების უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი

პუბლიკაციები:
(არასრული ჩამონათვალი)

  • XI საუკუნის მარტვილოლოგიური კრებულის (H – 341)შედგენილობისათვის (კოდიკოლოგიურ და ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი ანალიზი). II საერთაშორისო სიმპოზიუმი „ქართული ხელნაწერები“, მოხსენებათა თეზისები, [გამომცემლობა არ არის მითითებული]. თბ. 2013 გვ.113-115
  • არაგვის უცნობი ერისთავის ვარამ II შაბურისძისა (1480-1490 იანი წწ) და მისი თანამეცხედრის სევდაოზყოფილი სენაოზ ჭარმაულის ადნერძ-მოსახსენებლები ლომისის წ. გიორგის მონასტრის სვინაქსარსა (H -1367) და „გერგეტის სულთა მატიანეში“ (A-1085). წყაროთმცოდნეობითი და ისტორიოგრაფიული კვლევები. რევაზ კიკნაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია. მოხსენებათა თეზისები. [გამომცემლობა არ არის მითითებული]. თბ. 2013 გვ.83-85
  • მეფე გიორგის ხუთჯვრიანი ბეჭდის (1160 -1346) ანაბეჭდის ვენის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული 1160 წლის გარეჯული ხელნაწერი კრებულის (Ven.) არშიებიდან. კრებ.: „საისტორიო კრებული“ 2 წელიწდეული. გამომცემლობა „მხედარი“ თბ. 2012, გვ. 242-299
  • „არტანუჯელის“ ტიტული და საუფლისწულო დომენის საკითხი სამცხის სამთავროში (XIV ს) II საერთაშორისო კონფერნცია „ტაო-კლარჯეთი“, მოხსენებათა თეზისები. [გამომცემლობა არ არის მითითებული]. თბ. 2012, გვ. 89-91
  • XVI საუკუნის I ნახევარში ალასტნის ჭალთა წმ. გიორგის მონასტერში გადაწერილი მეტაფრასი (A -613/S-5226) და მისი ანდერძ-მინაწერები (მასალები ჯავახეთის სამწიგნობრე კერების ისტორიისათვის). კრებ.: ქართული წყაროთმცოდნეობა XIII-XIV. გამომცემლობა „უნივერსალი“, თბ. 2011/2012წწ. გვ. 103-152

სამეცნიერო კონფერენციები

(არასრული ჩამონათვალი)

  • II საერთაშორისო სიმპოზიუმი „ქართული ხელნაწერები“, მოხსენების თემა: XI საუკუნის მარტვილოლოგიური კრებულის (H – 341)შედგენილობისათვის (კოდიკოლოგიურ და ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი ანალიზი), თბ. 25-30 ივნისი, 2013 წ.
  • აკადემიკოს ექვთიმე თაყაიშვილის დაბადებიდან 150 წლისათავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია, თბილისის ივ.ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ივ.ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთოლოგიის ინსტიტუტი. მოხსენების თემა: „1614/1617-1629 წლებში ირანის შაჰის აბას-I ის კარზე ჩასული მროველი ეპისკოპოსის დომენტი ავალიშვილის მიერ ხორასანში, ქალაქ სიდრანში „ტყუეობიდან“ გამოსყიდული „გულანის“ (A -49/A-507)ანდერძ-მინაწერები (1614-1617 წლებში ირანელების მიერ კახეთიდან გატაცებული ხელნაწერი წიგნების კვალდაკვალ)“. თბ. 24-26 ივნისის 2013 წ.
  • აკადემიკოს ექვთიმე თაყაიშვილის დაბადებიდან 150 წლისათავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია, თბილისის ივ.ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ივ.ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთოლოგიის ინსტიტუტი. მოხსენების თემა: „აღდგომას მოწყვედილ წმ. გარეჯელ მამათა „მარტვილობი“ კიდევ ერთი უცნობი რედაქცია ( XIX ს-ის I ნახ.)“. თბ. 24-26 ივნისის 2013 წ.
  • რევაზ კიკნაძის ხსოვნისადმი მძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია „წყაროთმცოდნეობითი და ისტორიოგრაფიული კვლევები“. მოხსენების თემა: არაგვის უცნობი ერისთავის ვარამ II შაბურისძისა (1480-1490 იანი წწ) და მისი თანამეცხედრის სევდაოზყოფილი სენაოზ ჭარმაულის ადნერძ-მოსახსენებლები ლომისის წ. გიორგის მონასტრის სვინაქსარსა (H -1367) და „გერგეტის სულთა მატიანეში“ (A-1085). თბ. 30-31 მაისი 2013
  • ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გამართული V კონფერენცია XIX – XX საუკუნეების საქართველოს, წყაროები და კვლევები. მოხსენება თემაზე: „აკადემიკოს გიორგი ჩუბინაშვილის მიერ წმ.დავით გარეჯელის ლავრიდან რამდენიმე ქართული ხელნაწერის ჩამოტანის შესახებ“. თბ. 28 მაისი 2013 წ.
  • The Ladder of Divine Ascent “by St. John Climacus (H – 1669) Copied in 50s-60s of the 12th century by Nikoloz Nirkai, Illuminator and Calligrapher from Gareji and its illustrations (Materials for the History of Manuscript Production Activities at Gareji Monasteries). The International Scientific Symposium “Organizing Solitudes, from the Libyan Desert to Caucasus. Ancient Monasticism in the Light of Archaeological and Literary Sources”. Fondation Hardt. Vandoeuvres , Geneva. Uni Dufour (University of Geneva), Geneva (Switzerland) 25-26 April, 2013

ექსპედიციები

  • 2005-2008 წლები - კომპლექსური (არქეოლოგიური, ხელოვნებათმცოდნეობითი და ეპიგრაფიკული) სამეცნიერო ექსპედიციები გარეჯის დოდორქის ქვაბოვან მონასტერში. საექსპედიციო კამპანია განხორციელდა საერთაშორისო სამეცნიერო პროექტის - „დოდორქის მონასტრისა (VI – XVIIIსს) და განსაშორის სავანის (დაახლ. VI-IXსს) შესწავლა ბიზანტირუი და აღმოსავლეთის ქრისტიანობის ტრადიციების ფონზე“ ფარგლებში.
  • 2004-2005 წლები - კომპლექსური (არქეოლოგიური, ხელოვნებათმცოდნეობითი და ეპიგრაფიკული) სამეცნიერო ექპსედიციები თურქეთის რესპუბლიკის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონებში. საექსპედიციო კამპანია განხორციელდა სამხრეთ კავკასიისა და ანატოლიის კვლევის ცენტრის მრავალწლიანი სამეცნიერო-კვლევითი გეგმის ფარგლებში.
  • 2001 - 2004 წლები - კომპლექსური (არქეოლოგიური, ხელოვნებათმცოდნეობითი და ეპიგრაფიკული)სამეცნინერო ექსპედიციები პირღებულის მონასტერში. საექსპედიციო კამპანია განხორციელდა საერთაშორისო სამეცნიერო პროექტის - „ქვემო ქართლის შუა საუკუნეების მონასტრებისა და კლდის სოფლების შესწავლა“ ფარგლებში.

გრანტები:
(არასრული ჩამონათვალი)

  • ქართული-სომხური ურთიერთობები - XII-XIII საუკუნეების ქალკედონური ტაძრები დღევანდელი ჩრდილოეთი სომხეთის ტერიტორიაზე. დონორი ორგანიზაცია : შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი. პროექტის ხანგრძლივობა: 01/04/2013-31/03/2016
  • ქართული დამწერლობა -მონაცემთა ბაზა და პალეოგრაფიული ალბომი. დონორი ორიგანიზაცია: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი. პროექტის ხანგრძლივობა:2/04/2012 – 01/04/2014
  • INTAS ის ინდივიდუალური სტიპენდია ახალგაზრდა მეცნიერთათვის (2001 -2004)

უცხო ენები:

რუსული, ინგლისური