წიგნის პრეზენტაცია

ნოემბერი 27, 2013

27 ნოემბერს, სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტის მიერ გამოცემული წიგნის, „ადმინისტრაციული სამართლის პრობლემები“ პრეზენტაცია. წიგნი ინსტიტუტის მორიგი გამოცემაა, რომელშიც თავმოყრილია სტატიები ადმინისტრაციული სამართლის სხვადასხვა სფეროდან და ეხება ქართული სამართლისთვის მნიშვნელოვან და აქტიურ საკითხებს.

პრეზენტაციაზე რამდენიმე ავტორმა მოკლედ ისაუბრა სტატიების მოკლე შინაარსზე და იმედი გამოთქვეს, რომ მათი ნაშრომები სასარგებლო იქნებოდა სტუდენტებისათვის.

პრეზენტაციის დასასრულს, კრებულის რედაქტორმა, ლიკა გიორგაძემ სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას უსახსოვრა წიგნი, ხოლო დამსწრე საზოგადოებას ჰქონდა საშუალება უფასოდ მიეღო ხსენებული წიგნი.

უნივერსიტეტის ადმინისტრაცია

ფოტოები