ანონსები

საბაუნი აცხადებს შიდა მობილობას 2019–2020  სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში შემდეგ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე. საბუთების მიღება და კრედიტების აღიარება მიმდინარეობს 12-13 თებერვალი.

საბაუნი აცხადებს გარე მობილობას 2019–2020  სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე. რეგისტრაცია მიმდინარეობს 22 იანვრიდან 5 თებერვლის ჩათვლით. 

სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი  2020 წლის 24 იანვარს აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად სამართლის, ჰუმანიტარულ და სოცილურ მეცნიერებათა და ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტებზე.

საბაუნის სტუდენტებს ეძლევათ საშუალება მონაწილეობა მიიღონ იტალიის ქალაქ გუბიოში გამართულ საზაფხულო სკოლაში, რომელიც მიმდინარე წლის 6 – 10 ივლისს ჩატარდება ლუმსას უნივერსიტეტში. საზაფხულო სკოლის თემაა „ევროპული ჰუმანიზმი ჩამოყალიბების პროცესში“.

ცხადდება საბუთების მიღება ლუბლინის კათოლიკურ უნივერსიტეტში მოკლე ვადიანი მობილობის დაფინანსების მოსაპოვებლად საბაუნის აკადემიური პერსონალისათვის. გაცვლით პროგრამის ხანგძლივობა შესაძლებელია იყოს 5 დან 30 დღემდე (დამატებით 2 დღე მგზავრობის).  

საბაუნის ამერიკული სამართლისა და სამართლის ფილოსოფიის ცენტრი გიწვევთ მესამე ეროვნულ კონფერენციაზე - „რთული შემთხვევები სასამართლო პრაქტიკაში“.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს, ამერიკის შეერთებული შტატებისა და გაერიანებული სამეფოს სხვადასხვა სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ მოხსენება.
 

ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტისა და განვითარების კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით 21 დეკემბერს 16:00 საათზე ბიბლიოთეკაში ჩატარდება - განვითარების სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარი: ერიკ რეინერტი - ინდუსტრიული განვითარების მნიშვნელობის შესახებ.

ცხადდება საბუთების მიღება ლუბლინის იოანე პავლე მეორის კათოლიკური უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამით  დაინტერესებულთათვის 2019-2020 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრზე. პროგრამა განკუთვნილია სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისათვის.

გთხოვთ, ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა, საკუთარი ვინაობის გამჟღავნების გარეშე, 15 ნოემბრამდე დებულების პროექტთან დაკავშირებით წარმოადგინოთ საკუთარი შენიშვნები და მოსაზრებები მეილზე: info@sabauni.edu.ge 

დებულების პროექტი

სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი  2019 წლის 08 ნოემბერს აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი  2019 წლის 04 ნოემბერს აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად 

  1. სამართლის ფაკულტეტი
  2. ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ცხადდება საბუთების მიღება Erasmus+  სტუდენტებისა აკადემიური / ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის პროგრამაზე.

ცხადდება საბუთების მიღება გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისათვის საბაუნის პარტნიორ, ლიონის კათოლიკურ უნივერსიტეტში 2019-2020 საგაზაფხულო სემესტრზე.

ცხადდება საბუთების მიღება Erasmus+ სასწავლო გრანტის მოსაპოვებლად ლიონის კათოლიკურ უნივერსიტეტში (საფრანგეთი). ევროკავშირის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი სტიპენდია ფარავს სტუდენტის ცხოვრების და მგზავრობის ხარჯებს. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თეოლოგიის საბაკალავრო (პირველი და ბოლო კურსების გარდა)  და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს (პირველ კურსელებს). 

საბუთების მიღების ბოლო დღე 20 ოქტომბერი

10 ოქტომბერს 13:00 საათზე საბაუნის პროფესიული განვითარების ცენტრის ორგანიზებით ჩატარდება ტრენინგი „სწავლების თანამედროვე მეთოდები“ , რომელიც განკუთვნილია საბაუნის აკადემიური პერსონალისათვის. 

2019 წლის 2 ოქტომბერს, 18:00 საათზე, 404-ე აუდიტორიაში გაიმართება Erasmus+  საერთაშორისო მობილობის საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებისა და პერსონალისათვის

 

ცხადდება დამატებითი რეგისტრაცია Erasmus+ ის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მობილობაზე ვალიადოლიდის უნივერსიტეტში (ესპანეთი)  2019-2020 აკადემიური წლისათვის.

კურსდამთავრებულების წვეულება ჩატარდება 15 სექტემბერს 17:00 საათზე.

გელოდებით ყველას

სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის დებულების პროექტთან დაკავშირებით, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია წარმოადგინოს თავისი მოსაზრებები წერილობითი სახით 2019 წლის 17 ივლისის ჩათვლით შემდეგ მისამართზე კ.ქუთათელაძის ქ. #3 ან გამოგზავნონ ელექტრონული ფოსტის მეშევეობით info@sabauni.edu.ge

სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის დებულების პროექტი

ცხადდება განაცხადების მიღება აკადემიური პერსონალის (საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება) Erasmus+ KA 107 მობილობისათვის ნიკოლას კოპერნიკის უნივერსიტეტში (ტორინი, პოლონეთი, https://www.umk.pl/en/) 2019-2020 აკადემიურ წელს.  Erasmus+ მიხედვით, აკადემიურმა პერსონალმა ერთი კვირის განმავლობაში უნდა გამართოს 8 საათი სალექციო კურსი მასპინძელი უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის. მგზავრობისა და ცხოვრების ხარჯებს ფარავს Erasmus+ პროგრამა.