ანონსები

04 თებერვალი
გაცვლითი პროექტი გერმანიაში

ძალიან მაგარი შესაძლებლობა საბაუნის სტუდენტებისთვის❗❗❗
ისწავლე და იმოგზაურე გერმანიაში სრული დაფინანსებით ❗❗❗

✅ პერიოდი: 9-15 მარტი, 2018 წელი
✅ ადგილი : ქ. ვისბადენი, გერმანია (30 კმ ფრანკფურტიდან)
✅ პროექტის თემა: "Intercultural Pilots: Reinvention of transnational Youth(net)work"
✅ მონაწილე ქვეყნები: 15 (2 მონაწილე ქვეყნიდან).
✅ სამუშაო ენა: ინგლისური.

➡ პროგრამა სრულად დაფინანსებულია Erasmus+ ის მიერ და ხორციელდება ProActive Group Georgia-ს მხარდაჭერით.
პროექტის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სახის ინდივიდუალური და ჯგუფური აქტივობები, სიმულაციები, დისკუსიები, დებატები, ასევე იქნება პრეზენტაციები, პრაქტიკული სამუშაოები და ე.წ. Case Studies ელემენტები, რომელიც დაგეხმარება სოციალური და ინტერპერსონალური უნარების კიდევ უფრო განვითარებასა და დახვეწაში.

👉 პროექტის დასრულების შემდეგ გაიცემა ტრენინგში მონაწილეობის Erasmus+ საერთაშორისო სერტიპიკატი (YOUTHPASS)!
👉 შერჩევის შემთხვევაში ჩაგიტარდება მომზადებელი შეხვედრა და საბაუნის წარმომადგენლები დაგეხმარებიან ყველა საჭირო დოკუმენტაციის მომზადებაში.
👉 პროექტის ფარგლებში უზრუნველყოფილია: კვება & საცხოვრებლი, მგზავრობა ანაზღაურდება პროექტის განმავლობაში 100% ით. (ბილეთების შეძენა საჭიროა წინასწარ).

🔊 იჩქარე, რეგისტრაცია მიმდინარეობს 4 თებერვლამდე და მხოლოდ 1 სტუდენტი შეძლებს წასვლას.
რეგისტრაციის შემდეგ მოხდება გასაუბრება.

👉 დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ საბაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტს ან
დაგვიკავშირდით: 👉 +995 322 422242/118, student.affairs@sabauni.edu.ge