ანონსები

16 მაისი
ერთად დიმა ხუციშვილისთვის

🔹 სულხან-საბა ორბელიანის სტუდენტურ საქმეთა ცენტრის; 🔹 სტუდენტური თვითმმართველობის; 🔹 სამართლის; 🔹 ბიზნესის; 🔹 თეოლოგიისა; 🔹 და პოლიტიკის სტუდენტური კლუბების 🔹 სამართლისა და დემოკრატიის ინსტიტუტის; 🔹 და საბაუნის სტუდენტების ორგანიზებით 16 მაისს 17:00 საათზე დიმა ხუციშვილის დასახმარებლად გაიმართება საქველმოქმედო კონცერტი. კონცერტში მონაწილეობენ: საბაუნის სტუდენტები და მოწვეული სტუმრები.

დიმა საბაუნის სამართლის მაგისტრია მას დაუდგინდა ლეიკემიის მე-4 სტადიის მწვავე ფორმა, ოჯახს კი არ აქვს საშუალება ერთადერთი შვილის სიცოცხლის გადასარჩენად. მას სასწრაფოდ ესაჭიროება თურქეთში გადაფრენა, რაც მისი გადარჩენისთვის ერთადერთი და აუცილებელი პირობაა.

✔ ბილეთის ფასი 2 ლარი