ანონსები

20 ნოემბერი
STEP-ის პრეზენტაცია

სტუდენტთა გაცვლითი სამუშაო პროგრამის (Student Trainee Exchange Programme - STEP) განახლებული პორტალის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია თბილისი (ELSA თბილისი) გეგმავს საინფორმაციო ხასიათის შეხვედრას სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში (Sabauni), რომლის მიზანია დაინტერესებული პირებისათვის ინფორმაციის მიწოდება შემოთავაზებული ვაკანსიების შესახებ.

შემოდგომის პორტალზე შემოთავაზებულია​ ​281​ ​ვაკანსია​.
სრული ჩამონათვალისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს step.elsa.org

შეხვედრის ფარგლებში შესაძლებლობა გექნებათ:

- მიიღოთ ინფორმაცია მოცემული 281 სტაჟირების შესახებ;
- გაეცნოთ პროგრამაში მონაწილეობის პირობებს ( როგორ შევავსოთ აპლიკაცია, შერჩევის კრიტერიუმები, პროგრამის პირობები და ა.შ);
- მიიღოთ პასუხები სტუდენტთა გაცვლითი სამუშაო პროგრამის (STEP) შესახებ თქვენთვის საინტერესო კითხვებზე.

აღნიშნულ შეხვედრაზე დასწრება შეუძლიათ იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის ნებისმიერი კურსის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს.
დასწრება თავისუფალია.

შეხვედრა​ ​გაიმართება​ ​2018​ ​წლის​ ​​20 ნოემბერს,​ ​16:00​ ​საათზე.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

მარიამ უსენაშვილი
ვიცე-პრეზიდენტი სტუდენტთა გაცვლითი სამუშაო პროგრამის მიმართულებით.
ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია თბილისი
✉ step.tbilisi@ge.elsa.org

გისურვებთ წარმატებას ელსასთან ერთად!
დავითი, ანი, ვახტანგი, მარიამი, მარიამი, ანა და მარიამი