ანონსები

20 ნოემბერი
სასწავლო ვიზიტი - კომპანია სარაჯიშვილში
საბაუნის ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტის ორგანიზებით 
20 ნოემბერს დაგეგმილია სასწავლო ვიზიტი კომპანია სარაჯიშვილში. 

გასვლითი შეხვედრის (ტურის) ფარგლებში გვსურს ვეწვიოთ სს სარაჯიშვილის სახლს (ქარხანას). სპეციალურად ჩვენი სტუდენტებისათვის გამოიყოფა წარმომადგენელი, რომელიც გაგვაცნობს თუ როგორ იქმნებოდა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ბრენდის მწარმოებელი კომპანია - „სარაჯიშვილის სახლი“. დეტალურად აგვიხსნის კომპანიის წარმოშობის და მოღვაწეობის ისტორიას, თავად კონიაკისა და ღვინის წარმოების პროცესს, ბიზნეს - მოდელს. 

გვექნება საშუალება დავათვალიეროთ ღვინისა და კონიაკების უძველესი საცავი და თავად წარმოება. ასევე, მოგვეცემა შესაძლებლობა დავაგემოვნოთ უნიკალური სახეობის საფირმო კონიაკი. 

რეგისტრაციისთვის: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfpAM7-tMpg4KHoP13cNBgXFcyYuwUfABI6wo0f8S35MicBrw/viewform 
ტურის დრო: 

20 ნოემბერი, 10:30 საათი, 
მისამართი: საქართველო, თბილისი, 
დავით სარაჯიშვილის გამზირი N4 (ავჭალა)