ანონსები

17 დეკემბერი
საზაფხულო სკოლა იტალიაში

საბაუნის საბაკალავრო პროგრამების 2-3 კურსის სტუდენტებს ეძლევათ საშუალება მონაწილეობა მიიღონ იტალიის ქალაქ გუბიოში გამართულ საზაფხულო სკოლაში, რომელიც მიმდინარე წლის 8 – 12 ივლისს ჩატარდება ლუმსას უნივერსიტეტში. საზაფხულო სკოლის თემაა „ევროპული ჰუმანიზმი ჩამოყალიბების პროცესში“. საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა საბაუნის სტუდენტებისათვის არის უფასო, ასევე დაფარულია სტუდენტის ცხოვრების და კვების ხარჯები. ხოლო, მგზავრობის ხარჯს აპლიკანტი თავად დაფარავს. საზაფხულო სკოლა ორგანიზებულია ევროპის კათოლიკური უნივერსიტეტების ფედერაციის მიერ, რომლის წევრიც საბაუნის მიმდინარე წლის მაისში გახდა.
რეგისტრაცია მიმდინარეობს 17 დეკემბრის ჩათვლით.
ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა!!! (მინიმუმ B1)
რეგისტრაციის მსურველებმა შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა
აპლიკანტები შეირჩევიან გასაუბრების საფუძველზე.
იჩქარეთ, ადგილები შეზღუდულია.
საზაფხულო სკოლისა და პროგრამის შესახებ ინფორმაციას გაეცანით ბმულზე: