ანონსები

17 მაისი
ნატო-საქართველოს ურთიერთობები - გამოწვევები, პერსპექტივები

საბაუნის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე არსებული 'პოლიტიკის კლუბის' ორგანიზებით, გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე: "ნატო-საქართველოს ურთიერთობები - გამოწვევები, პერპექტივები". 

ლექციას წაიკითხავს საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ბატონი უილიამ ლაჰიუ. ის 20 წელზე მეტ ხანს მსახურობდა აშშ შეიარაღებულ ძალებში სხვადასხვა პოზიციებზე. გარდა სამხედრო განათლებისა, აქვს საბაკალავრო ხარისხი სოვეტოლოგიაში, ხოლო სამაგისტრო ხარისხით სპეციალიზდება რუსეთსა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე. 2011 წლიდან ხელმძღვანელობს ნატოს სამეკავშირეო ოფისს საქართველოში.

ლექცია ჩატარდება ინგლისურად, ქართული თარგმანით.