ანონსები

04 თებერვალი
გარე მობილობა საბაუნიში

გაზაფხულის სემესტრზე ცხადდება გარე მობილობა საბაუნის საბაკალავრო პროგრამებზე! აირჩიე სასურველი პროგრამა და გადმოდი საბაუნიში!!!

სამართლის საგანმანათლებლო პროგრამა - 30
საერთაშორისო ურთიერთობების საგანმანათლებლო პროგრამა - 10
თეოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამა - 1
ბიზნესის ადმინისტრირების საგანმანათლებლო პროგრამა - 10
ტურიზმის საგანმანათლებლო პროგრამა - 10

ვადები და ჩარიცხვის პირობები:

- სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პორტალზე რეგისტრაციის შემდეგ (2019 წლის 17 იანვრიდან 01 თებერვლის 18:00 საათამდე www.eqe.ge), რეგისტრაციის შედეგების გათვალისწინებით,
- მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველი პირების საბუთების მიღება და კრედიტების აღიარება 2019 წლის 04 თებერვლიდან - 08 თებერვლის ჩათვლით.
- მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველი პირებისათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა და ხელშეკრულებების გაფორმება 2019 წლის 11 თებერვლიდან - 13 თებერვლის ჩათვლით.
- მობილობის წესით ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება და სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში წარდგენა − 2019 წლის 14 თებერვალი.

წარმოსადგენ დოკუმენტაცია:

ა)  სარეგისტრაციო განაცხადი (ივსება ადგილზე);

ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (შესაბამისი განათლების სხვა ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღების შემთხვევაში - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტის) ასლი;
გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა/ID ბარათი) ასლი, დედნის წარმოდგენით (უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი);
დ) 2 ფოტოსურათი 3x4 და ელ. ვერსია (CD/DVD მატარებელზე);
ე)  სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულმა პირებმა, საქართველოს მოქალაქეებმა)
ვ) გამომშვები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული (ბეჭდით დამოწმებული) ამონაწერი სტუდენტის სტატუსის ცვლილების შესახებ ბრძანებიდან (არსებობის შემთხვევაში, სტატუსის შეწყვეტის ბრძანების შემთხვევაში აუცილებელია სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველის მითითება);

ზ) ცნობა სტუდენტის სტატუსის და სწავლების სემესტრის შესახებ;
თ) ამონაწერი სასწავლო ბარათიდან შესწავლილი სასწავლო კურსების/პროგრამის კომპონენტების, შესაბამისი კრედიტებისა და მიღებული შეფასებების მითითებით (დამოწმებული დადგენილი წესით);

შენიშვნა: მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველ პირებს, ამ პუნქტის „ა-თ“ პუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტაციის გარდა, კრედიტების აღიარების პროცესში, დამატებით შეიძლება მოეთხოვოს ცალკეული გავლილი სასწავლო კურსების პროგრამების (სილაბუსები) წარმოდგენა.

ბრძანება