ანონსები

04 თებერვალი
შიდა მობილობა საბაუნიში

ცხადდება შიდა მობილობა საბაუნის საბაკალავრო პროგრამებზე !

- საერთაშორისო ურთიერთობების საგანმანათლებლო პროგრამა - 5
- ბიზნესის ადმინისტრირების საგანმანათლებლო პროგრამა - 7
- ტურიზმის საგანმანათლებლო პროგრამა - 7
- თეოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამა - 5
- სამართლის საგანმანათლებლო პროგრამა - 5

ვადები:

- შიდა მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველი პირების საბუთების მიღება და კრედიტების აღიარება 2019 წლის 04 თებერვლიდან - 08 თებერვლის ჩათვლით.
- შიდა მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველი პირებისათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა და ხელშეკრულების გაფორმება - 2019 წლის 11 თებერვლიდან - 13 თებერვლის ჩათვლით.
- შიდა მობილობის წესით ჩარიცხვის შესახებ ბრძანების სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში წარდგენა - 2019 წლის 14 თებერვალი.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მიმღები ფაკულტეტის დეკანის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობის/ID ბარათის) ასლი დედნის წარმოდგენით (უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში - პასპორტის /პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი);
გ) სტუდენტის სასწავლო ბარათი;

ბრძანება