ანონსები

20 თებერვალი
პოლონურ-ქართული დიპლომატიური ურთიერთობების გაძლიერება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ

2019 წლის 20 თებერვალს, საბაუნი უმასპინძლებს პოლონელი პროფესორის, იოანა სიეკიერას საჯარო ლექციას თემაზე „ქართულ-პოლონური დიპლომატიური ურთიერთობის გაძლიერება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ“. შეხვედრა ჩატარდება 14:00 საათზე 404 აუდიტორიაში.
პროფ. სიეკიერას განათლება მიღებული აქვს ვროსლავის (პოლონეთი), ვარშავის (პოლონეთი) და ველინგტონის (PhD) (ახალი ზელანდია) უნივერსიტეტებში.
მისი კვლევის სფეროა: საერთაშორისო საჯარო სამართალი (დიპლომატიური სამართალი, შეიარაღებული კონფლიქტების სამართალი), პოლონეთის საგარეო ურთიერთობები, რეგიონალიზმი, თავდაცვა, იურიდიული და პოლიტიკური ურთიერთობები სამშვიდობო რეგიონებში; რეგიონალური დაცვის არქიტექტურა, პოლონეთის კავშირი სამშვიდობოებთან.
პროფ. სიეკიერა არის 2 მონოგრაფიის, 23 წიგნის (თანაავტორი), 26 სამეცნიერო სტატიის ავტორი, ფლობს ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ ენებს პროფესიულ დონეზე (იტალიური და რუსული საბაზისო)