ანონსები

20 მარტი
სტიპენდია ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისათვის

საბაუნის თეოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებს ვთავაზობთ ევროპის კათოლიკური უნივერსიტეტების ფედერაციის სასტიპენდიო პროგრამას,  რომელიც გულისხმობს სტუდენტის მობილობას ფედერაციის წევრ უნივერსიტეტებში (საბაუნის პარტნიორი უნივერსიტეტების სია იხილეთ დაბლა) არაუმეტეს ერთი სემესტრისა. სტიპენდია მოიცავს 660 ევროს, ყოველთვიურად არაუმეტეს 4 თვისა.  (სტიპენდია განკუთვნილია მგზავრობისა და ცხოვრებისათვის, სწავლის საფასურისაგან სტუდენტი გათავისუფლებულია).

მონაწილეობა შეუძლია მეორე, მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტებს. 

მობილობაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა:

  1. ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტის აქტიური სტატუსი
  2. კარგი აკადემიური მოსწრება
  3. მიმღებ უნივერსიტეტში სწავლების უცხო ენის ცოდნა
  4. სტუდენტს არ უნდა ჰქონდეს მიღებული სხვა გრანტი
  5. მაღალი მოტივაცია და სათანადო კომპეტენცია უცხოეთის უნივერსიტეტში უცხო ენაზე სასწავლებლად

შერჩევის ეტაპები:

პირველი ეტაპი: სტუდენტი არჩევს საბაუნის პარტნიორ უნივერსიტეტებიდან სასურველ უნივერსიტეტს, სადაც სურს სწავლის გაგრძელება და აგზავნის შემდეგ დოკუმენტაციას საბაუნის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილებაში (ir@sabauni.edu.ge)

პირველადი რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაცია:

  • პასპორტის ან პირადობის ასლი
  • სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე) (წერილში ნათლად უნდა იყოს გაწერილი სტუდენტის მოტივაცია, რატომ სურს კონკრეტულ უნივერსიტეტში სწავლა, რა სასწავლო კურსები მიაჩნია საინტერესოდ, როგორია მისი მიზნები და რამდენად დაეხმარება ეს მობილობა ამ მიზნების მიღწევაში).
  • სტუდენტის ბარათი
  • უცხო ენის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (B2),( არ ქონის შემთხვევაში საბაუნის უცხო ენათა ცენტრი ჩაატარებს ტესტირებას)

მეორე ეტაპი: საბაუნის შიდა შესარჩევი კონკურსი / გასაუბრება

მესამე ეტაპი: საბაუნი გადაუგზავნის სტუდენტების საბუთებს მიმღებ უნივერსიტეტს და  პასუხს აცნობებს სტუდენტს.

მეოთხე ეტაპი: მიღები უნივერსიტეტიდან დადებითი პასუხის შემთხვევაში ქვემოთ ჩამოთვლილი  დოკუმენტაცია სრულად ეგზავნება ფედერაციას.

მეხუთე ეტაპი: ფედერაციის მიერ საბუთების განხილვა და საბოლოო გადაწყვეტილება.

შენიშვნა: შერჩევისას უპირატესობა მიენიჭებათ სტუდენტებს, რომელთაც არასოდეს მიუღიათ სასწავლო გრანტი

 

ფედერაციაში გადასაგზავნი დოკუმენტაცია

  1. შევსებული სტუდენტის სააპლიკაციო ფორმა (ჩამოტვირთეთ აქედან)
  2. პასპორტის ასლი
  3. აკადემიური მოსწრების ბარათი
  4. ცნობა უნივერსიტეტიდან სტატუსის შესახებ
  5. უცხო ენის დამადასტურებელი დოკუმენტი (მინიმუმ B2 დონეზე) (არ ქონის შემთხვევაში საბაუნის უცხო ენათა ცენტრი მოამზადებს სათანადო ტესტირებას)
  6. სამოტივაციო წერილი (სტუდენტის შესახებ, მის მიზნებზე (განათლება, კარიერა), და ამ მობილობის როლი ამ მიზნების მიღწევაში
  7. სარეკომენდაციო წერილი (ფაკულტეტის დეკანი, ლექტორი, აკადემიური ხელმძღვანელი)
  8. FUCE-ს სასწავლო ხელშეკრულება (ხელშეკრულება იდება გამგზავნ და მიმღებ უნივერსიტეტებს შორის).
  9. მიმღები უნივერსიტეტიდან მიღების წერილი.

ვადები:

  • 20 მარტი - საბუთების გადაგზავნა საბაუნის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილებაში
  • 21 მარტი - საბაუნის შიდა ტესტი უცხო ენის ცოდნის დასადგენად
  • 22 მარტი - გასაუბრება
  • 25 მარტი - 5 აპრილი - მიმღებ უნივერსიტეტში საბუთების გადაგზავნა და ხელშეკრულების გაფორმება
  • 5 მაისი - ფედერაციაში საბუთების გადაგზავნა
  • საბოლოო პასუხები გახდება ცნობილი ივნისის ბოლოს და აპლიკანტებს ეცნობებათ ელ ფოსტის საშუალებით

 

საბაუნის პარტნიორი უნივერსიტეტებია:

  1. იოანე პავლე მეორის სახელობის ლუბლინის კათოლიკური უნივერსიტეტი (პოლონეთი)
  2. კარდინალ სტეფან ვიშინსკის უნივერსიტეტი ვარშავაში (პოლონეთი) 
  3. იოანე-პავლე მეორის პონტიფიკური უნივერსიტეტი კრაკოვში (პოლონეთი) 
  4. უკრაინის კათოლიკური უნივერსიტეტი (უკრაინა)
  5. კათოლიკური უნივერსიტეტი რუზომბეროკში (სლოვაკეთი) 
  6. პეტერ პაზმანის კათოლიკური უნივერსიტეტი (უნგრეთი)
  7. ზაგრების კათოლიკური უნივერსიტეტი (ხორვატია) 
  8. ლიონის კათოლიკური უნივერსიტეტი (საფრანგეთი) 
  9. ლილის კათოლიკური უნივერსიტეტი (საფრანგეთი) 
  10. აიხშტატის კათოლიკური უნივერსიტეტი (გერმანია)