ანონსები

15 მარტი
ვიშეგრადის სასტიპენდიო პროგრამა

ცხადდება რეგისტრაცია სასწავლო და კვლევითი ვიშეგრადის სტიპენდიების მოსაპოვებლად ვიშეგრადის ქვეყნებში (სლოვაკეთი, პოლონეთი, ჩეხეთი და უნგრეთი)

რეგისტრაციის ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 15 მარტი, 12 საათი

სემესტრული სტიპენდია შეადგენს 2 300 ევროს.

ერთდროულად სხვა სტიპენდიის და ვიშეგრადის სტიპენდიის მიღება შეუძლებელია.

რუზომბეროკის კათოლიკური უნივერსიტეტი მზადაა უმასპინძლოს საბაუნის სტუდენტებს ამ პროგრამის ფარგლებში.

დეტალური ინფორმაციისათვის, ეწვიეთ ბმულს:

ვიშეგრადის სასტიპენდიო პროგრამა მხარს უჭერს ყველა დისციპლინის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის სტუდენტებსა და მკვლევარებს სწავლებისა და კვლევისათვის 190 ზე მეტ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ცენტრალური ევროპისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში.