ანონსები

25 მარტი
საზაფხულო სკოლა კიოლნის უნივერსიტეტში

მიმდინარეობს რეგისტრაცია საბაუნის  სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის საზაფხულო სკოლაზე „საზაფხულო სკოლა გერმანიისა და ევროპის „თეთრი საყელოების“ დანაშაულების შესახებ“, რომელიც გაიმართება მიმდინარე წლის 21 ივლისიდან 28 ივლისის ჩათვლით კიოლნის უნივერსიტეტში (გერმანია).  პროგრამის სამუშაო ენაა ინგლისური.

საზაფხულო სკოლის პროგრამა  ინგლისურ ენაზე

მოთხოვნები:

  • მაღალი აკადემიური მოსწრება
  • საბაუნის საბაკალავრო პროგრამის (3-4 კურსი), სამაგისტრო პროგრამის სტუდენტის აქტიური სტატუსი
  • ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე

მიმღები უნივერსიტეტი უზრუნველყოფს საზაფხულო სკოლის მონაწილეებს სასტუმროს (საუზმით) და კურსის საფასურს. მიმღები უნივერსიტეტი უზრუნველყოფს ასევე მონაწილის შიდა მგზავრობის ხარჯებს (ექსკურსია, მეტრო/ავტობუსი/მატარებელი) პროგრამის განმავლობაში. მონაწილემ უნდა დაფაროს მგზავრობის ხარჯები (ავია ბილეთები) და იქონიოს გარკვეული თანხა ყოველდღიური ხარჯებისათვის.  უნივერსიტეტის კაფეტერიაში სადილისთვის მთელი პროგრამის განმავლობაში ერთჯერადად გადასახდელი თანხა შეადგენს 50 ევროს.

რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაცია

  • CV (ინგლისურად)
  • სამოტივაციო წერილი (ინგლისურად 200 სიტყვა)
  • პირადობის / პასპორტის ასლი
  • სტუდენტის ბარათი

რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაცია გადმოაგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე: ir@sabauni.edu.ge

მნიშვნელოვანი ვადები:

25 მარტი - რეგისტრაციის ბოლო დღე

27 მარტი - გასაუბრება / შერჩევა