ანონსები

21 მაისი
სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება- ტრენინგი აკადემიური პერსონალისათვის

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში არსებული პროფესიული განვითარების ცენტრის ორგანიზებით 21 მაისს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში ჩატარდება ტრეინინგი „სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება“ რომელიც განკუთვნილია  აკადემიური და მოწვეული პერსონალისათვის. ტრეინინგზე დასწრება შეუძლიათ, როგორც საბაუნის პერსონალს, ასევე გარე დაინტერესებულ პირებსაც.

ტრეინინგზე განხილული იქნება სწავლების თანამედროვე მეთოდები მათი პრაქტიკული გამოყენების მაგალითების ჩვენებით. 

ტრენინგ მოდული შემუშავებულია Erasmus+  აქტივობა 2 ით დაფინანსებული პროექტის „სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება, მოწინავე რესურსები საქართველოსა და ჩინეთისათვის“ ფარგლებში.

ტრეინინგს წარუძღვებიან ტრენერები: პროფ. ეკატერინე ნაცვლიშვილი და პროფ. გვანცა აბდალაძე

ტრენინგზე დასასწრებად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე

ადგილები შეზღუდულია

ტრეინინგის დასრულების შემდეგ გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი

დასაწყისი 13:00 სთ.

ტრენინგის ხანგრძლივობა 4 საათი.

რეგისტრაცია მიმდინარეობს 14 მაისის ჩათვლით.