ანონსები

27 აპრილი
ელექტრონული ტურიზმისა და კომერციის განვითარება კახეთის რეგიონში

საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია მსოფლიო ბანკის ახალგაზრდული ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს კახეთის რეგიონში ელექტრონული ტურიზმისა და კომერციის განვითარების კუთხით.
საწყის ეტაპზე სტუდენტებს მოამზადებენ მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ელ.მარკეტინგის და ელ.კომერციის სპეციალისტები, შემდგომში ადგილზე ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებისთვის პრაქტიკული სწავლების განსახორციელებლად.

პროექტის დეტალების გაცნობა სტუდენტებისთვის მოხდება საინფორმაციო შეხვედრების დროს.
პროექტის ხანგრძლივობაა 3 თვე