ანონსები

05 აპრილი
შეხვედრა Deehubs-ის თანადამფუძნებელთან

📣 ძალიან საინტერესო შეხვედრა deehubs-ისა და DAVID OS-ის თანადამფუძნებელ გიორგი გურგენიძესთან.
გიორგი ისაუბრებს დიჰაბსის ისტორიაზე, სამომავლო გეგმებზე და იმაზე, თუ რა არის საჭირო, რომ იყოთ მეწარმე.
👏 ის ერთ-ერთი პირველი ქართველი სტარტაპერია რომელმაც თავისი სტარტაპის deehubs-ის აქსელერაცია ჯერ დუბაიში შემდეგ კი სიეტლში გაიარა.

ცოტა რამ მის სტარტაპებზე:
deehubs - მომხმარებელს საშუალებას აძლევს, თვითონ შექმნას გზავნილი/სურათი და გამოაქვეყნოს მსოფლიოს ნებისმიერი ქალაქის ქუჩებში, შენობის კედლებზე პროეცირებისა და ელექტრონული ბილბორდების მეშვეობით, სრულიად უფასოდ. და DAVID OS - ბლოკჩეინის ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების უნივერსალური სისტემაა.