ანონსები

04 აპრილი
ტრენინგი: მართე შენი კარიერა

სწრაფად ცვალებადი სამყარში, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების ზღვარზე და სამუშაო ადგილის ძიების პროცესში გააცნობიერებთ, რომ მხოლოდ უნივერსიტეტში მიღებული განათლება ვერ უზრუნველყოფს თქვენი პროფესილი და პრაქტიკული უნარების ჩამოყალიბებას.
სწორედ ამიტომ, საბაუნის სტუდენტურ საქმეთა ცენტრისა და რეფორმებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრის ორგანიზებით, გთავაზობთ ტრენინგს „მართე შენი კარიერა“.

ტრენინგის მიზანია, სტუდენტებს აუმაღლოს წარმატებული კარიერისთვის აუცილებელი, ✔️სრულყოფილი ცოდნა და ✔️პრაქტიკული უნარები, ✔️შეუქმნას მათ მოტივაცია, რათა სწორად შეაფასონ მიმდინარე პროცესები, ✔️ფეხი აუწყონ თანამედროვე გამოწვევებს და ✔️დაგეგმონ თავიანთი წარმატებული პროფესიული კარიერა.

ტრენინგი ჩატარდება სამ ეტაპად 4-6 აპრილს:
4 აპრილი, აუდიტორია 405: სამუშაო ადგილის ძიების ხერხები და ნეთვორკინგი - ტრენინგს ჩაატარებს ბანკ რესპუბლიკის ადამიანური რესურსების ხელმძღვანელი სერგო ნოზაძე;

6 აპრილი, აუდიტორია 405: როგორ დავტოვოთ დაუვიწყარი შთაბეჭდილება გასაუბრებაზე? - „გუდვილის “ ადამიანური რესურსების დეპარტამნეტის წარმომადგენელი სალომე ფანცალაშვილი.

ტრენინგები იქნება ინტერაქტიულ რეჟიმში. განიხილება კონკრეტული მაგალითები. დამსწრეებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ რჩევები წარმატებული ადამიანებისგან.

სამივე ტრენინგზე დასწრების შემთხვევაში მონაწილეები მიიღებენ სპეციალურ სერტიფიკატებს.

✔️დასწრება თავისუფალია
რეგისტრაციისთვის გადადით მითითებულ ბმილზე 👉 http://bit.ly/2nW7IiH