ანონსები

28 დეკემბერი
პანელ-დისკუსია: ტერორისტული საფრთხეების ტრანსფორმაცია

საბაუნის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, 202-ე აუდიტორიაში გაიმართება დისკუსია თემაზე: ტერორისტული საფრთხეების ტრანსფორმაცია ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში.

დისკუსიაზე მოხსენებით გამოვლენ უსაფრთხოების სფეროს ექსპერტები:
გიორგი გობრონიძე - რეგიონული განვითარებისა და თანამშრომლობის ინსტიტუტი.
ვასილ კუჭუხიძე - ეროვნული უშიშროების საბჭო.

ღონისძიების განრიგი:
14:30 - ექსპერტების პრეზენტაციები
15:30 - შესვენება ყავაზე
16:00 - დისკუსია