ანონსები

17 ივნისი
რაჭა - ჩემი სიყვარული

2016 წლის 17 ივნისს, 15 საათზე სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართება პროექტის - „რაჭა-ჩემი სიყვარული“ პრეზენტაცია.
პროექტი ხორციელდება სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის მიერ ინიცირებული სტუდენტური პროექტების კონკურსის - „ჩემი წარმატებული პროექტი“ ფარგლებში.

პროექტი მოიცავს მრავალკომპონენტიან (საგანმანათლებლო, სამეცნიერო-შემეცნებით, კულტურულ და საქველმოქმედო) ასპექტებს და პირველ რიგში, გამიზნულია რაჭის მხარის კულტურულ ღირსშესანიშნაობათა პოპულარიზაციისათვის.

რაჭის მრავალფეროვანი კულტურული ღირსშესანიშნაობების, მემკვიდრეობისა და ტრადიციებისადმი მიძღვნილ ფოტოგამოფენასთან (30 ფოტო) ერთად, პროექტი მოიცავს რაჭის რეგიონთან და მის ტურისტულ პოტენციალთან დაკავშირებულ დაკავშირებულ საგანმანათლებლო პროგრამას სამეცნიერო–შემეცნებითი ტექსტუალური და ვიზუალური მასალების თანხლებით, 2 საჯარო ლექციას რაჭის მატერიალურ და არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობაზე (მომხსენებლები: თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორი სამსონ ლეჟავა, საბაუნის ასოცირებული პროფესორი ინგა ქარაია), რაჭის კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი დოკუმენტური ფილმების ჩვენებას, რაჭის კულტურისა და ტრადიციების ვიდეოპრეზენტაციებს.

პროექტით გათვალისწინებული ყველა აქტივობა მომზადდა საბაუნის 411-412-413 ჯგუფების სტუდენტთა მიერ.

მისამართი: კ. ქუთათელაძის 3, სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი, 405-ე აუდიტორია
ტელ/ფაქსი: (+995 32) 2 42 22 42
ელ-ფოსტა:info@sabauni.edu.ge, ვებ-გვერდი: www.sabauni.edu.ge