ანონსები

31 მარტი
საქართველოს ეროვნული ანტიკოროფციული პოლიტიკა და საჯარო სამსახურის რეფორმა

31 მარტს, 14:00 საათიდან 16:00 საათამდე პიერ დიუმულენის სამკითხველო დარბაზში გაიმართება საჯარო ლექცია/დისკუსია სტუდენტებისათვის: “საქართველოს ეროვნული ანტიკოროფციული პოლიტიკა და საჯარო სამსახურის რეფორმა“. ლექცია ორგანიზებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ.
საჯარო ლექციის დროს განიხილება შემდეგი საკითხები:
მთავრობის ანრიკორუფციული პოლიტიკა
• კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭო და ძირითადი ადნტიკორუფციული ორგანოები
• საქართველოს მთავრობის ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა
• კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის კუთხით საქართველოს ადგილი საერთაშორისო რეიტინგების მიხედვით და საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები
ინფორმაცია ღია მმართველოსბი პარტნიორობის შესახებ
• ღია მმართველობის პარტნიორობის სამოქმედო გეგმა
• ღია მმართველობა საქართველოს ფორუმი
საჯარო სამსახურის რეფორმა, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და მოქალაქეთა ჩართულობა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში
• საჯარო სამსახურის შესახებ კანონი და რეფორმის კონცეფცია
• საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა
• მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზემბი