ანონსები

18 მარტი
როგორ დავწეროთ წარმატებული პროექტი

18 მარტს, 17:00 საათზე სულხან–საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის 313-ე აუდიტორიაში გაიმართება ტრეინინგი თემაზე: „როგორ დავწეროთ წარმატებული პროექტი“.

პროექტის მიზანია, მსმენელებს გააცნოს ძირითადი პრინციპები, რომლებიც გასათვალისწინებელია პროექტის წერისას. აღნიშნული ტრეინინგი დაეხმარებათ განსაკუთრებით იმ სტუდენტებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან სტუდენტური პროექტების კონკურსით.